„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№484
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017161
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №484

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული გან­ვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამ­ტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დად­გე­ნილებით (სსმ, 2009 წელი, მუხლი 127) დამტკიცებულ დებულე­ბაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1.  სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიო­ნული განვითარების პოლიტიკა, საქართველოში წყლით უზრუნველ­ყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონიძიებათა განხორციელების უზრუნ­ველ­ყოფა, საქართველოში (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; საერთაშორისო და შიდასახელმწი­ფო­ებ­რივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერ­თი­ანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინ­ვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; თვით­მმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მათ შორის, ცხოვრებისა და დასაქმების დონის ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონის­ძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, საქართ­ველოში (ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;“.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„ფ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდი­ნა­ცი­ასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახ­ლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონიძიებათა განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მარ­თვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;“.

5. მე-9 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი -საერ­თაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის, წყალმომარაგების სექტორის, ნაგავსაყრელი ინფრას­ტ­რუ­ქტურის მშენებლობის, მოვლა-შენახვის, მყარი ნარჩენების უტილი­ზაციისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების ერთი­ა­ნი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საავტომობილო გზების, წყალმომარა­გებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მიმართებაში საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარ­გლებში; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანა­მშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; საგზაო, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლი­ტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩე­ნების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატი­ული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონი­ზა­ციის პროცესებში მონაწილეობა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი