შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2012
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №481
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი პროგრამების პაკეტის ჩათვლით |
| 2 | საკანცელარიო საქონლი |
| 3 | საოფისე ავეჯი |
| 4 | ავეჯი |
| 5 | ელ. გამათბობლები |
| 6 | მაცივრები |
| 7 | ტელევიზორები |
| 8 | ფოტოაპარატები |
| 9 | ტელეფონის აპარატები (მათ შორის უკაბელო ტელეფონის აპარატები) |
| 10 | რაციები |
| 11 | კონდენციონერები |
| 12 | ჟურნალ გაზეთები და სპეცლიტერატურა |
| 13 | ორგანიზაციის ბეჭდები, ბლანკები და ქვითრები |
| 14 | სასაქონლო ზედდებულები |
| 15 | საგზურის ფურცლები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №481
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილების ამოქმედებიდან 2 წლის ვადით, დამტკიცდეს თანდართული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4.საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული თითოეული სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი – მომსახურება მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
ვ) ერთ პირთან მოლაპარაკება – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამარტივებული საშუალება;
ზ) პირობათა გამოკითხვა –საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება;
თ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;
ი) ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;
კ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ლ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;
მ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის;
ნ) კომისია – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ უფლება-მოვალეობები
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ უფლებამოსილია:
ა) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა შერჩევა;
ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისათვის“ წამგებიანი აღმოჩნდება;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტი ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მონაცემებისა და პირობათა გამოკითხვის წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გან-მახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.
მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვის საშუალებებია:
ა) ერთ პირთან მოლაპარაკება;
ბ) პირობათა გამოკითხვა;
გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;
დ) ელექტრონული ტენდერი.
2. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:
ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული თითოეული სახის საქონლის ან მომსახურების ღირებულება 1 კალენდარული (სამეურნეო) წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება;
ე) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას.
4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.
5. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და/ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
6. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7🔗. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იყოს:
ა) შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.
3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია.
4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.
5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 8🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები
შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 9🔗. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
ე) შეფასების კრიტერიუმებს.
მუხლი 10🔗. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი
1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.
3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.
4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;
ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.
5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი (დაზუსტებული) წარდგენა.
6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება.
7. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.
8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.
მუხლი 11🔗. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები
1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.
3. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.
4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.
8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.
9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 13🔗. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა, ან კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
მუხლი 14🔗. ხელახალი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს
„სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.
მუხლი 15🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესყიდვის საერთო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს.
3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი.
4. ხელშეკრულების შესრულებისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) და მისი ოდენობა აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს;
ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 100 000 ლარს;
გ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200 000 ლარს.
5. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 16🔗. ანგარიშის წარდგენა
1. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს სსიპ –კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.
2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 და №3 დანართების შესაბამისად.
მუხლი 17🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი №1
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
საქონელი
1
საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი პროგრამების პაკეტის ჩათვლით
2
საკანცელარიო საქონლი
3
საოფისე ავეჯი
4
ავეჯი
5
ელ. გამათბობლები
6
მაცივრები
7
ტელევიზორები
8
ფოტოაპარატები
9
ტელეფონის აპარატები (მათ შორის უკაბელო ტელეფონის აპარატები)
10
რაციები
11
კონდენციონერები
12
ჟურნალ გაზეთები და სპეცლიტერატურა
13
ორგანიზაციის ბეჭდები, ბლანკები და ქვითრები
14
სასაქონლო ზედდებულები
15
საგზურის ფურცლები
16
სავიზიტო ბარათები
17
სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა
18
სამეურნეო საქონელი
19
სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები
20
სხვადასხვა მასალის მილები
21
ფურცლოვანი ლითონი
22
გასაჩარხი მასალა (მრგვალი რკინა)
23
სხვადასხვა მასალის სხმულები
24
ლაბორატორიული აღჭურვილობა
25
ქიმიური ხსნარები და რეაქტივები
26
დაზგა-დანადგარები
27
ავტო მანქანები
28
სპეც. სამშენებლო ტექნიკა
29
რეციკლირების მანქანის საჭრისები, საჭრისის ბუდეები, საჭრისის ბუდის ძირები და საჭრისის ბუდეების სამაგრები
30
გრეიდერის სათადარიგო ნაწილები
31
"ვირტგენ ინტერნაციონალის" ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილები
32
"კატერპილარის" ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილები
33
ავტო მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილები
34
ქვის სამსხვრევი საამქროს მალცვეთადი ნაწილები
35
ქვის სამსხვრევი საამქროს სათადარიგო ნაწილები
36
ქვის სამსხვრევის ელ. ნაწილები და აგრეგატები
37
სამსხვრევის ყბები
38
ქვის სამსხვრების ბადეები
39
ტრანსპორტიორის ლენტები
40
ბეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები
41
ბეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები
42
ბეტონის ქარხნის ელ. ნაწილები და აგრეგატები
43
ღორღი და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალები
44
ბიტუმი, ბიტუმის ემულსია
45
ასფალტობეტონი
46
ცემენტი
47
სამშენებლო მასალები
48
ელ. გენერატორები
49
სპეც. ზეთები და საცხებ-საპოხი მასალები
50
დიზელის საწვავი
51
ბენზინი
52
საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები
53
გამაფრთხილებელი ნიშნები
54
არმირებული გრუნტის ელემენტები
55
სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარი
56
ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები
57
თხევადი გაზი
58
ბეტონის ქარხანა
59
მუშებისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი ვაგონები
60
სასაწყობე ვაგონები
61
ელექტრონული აღრიცხვის სისტემები
62
სარქველები
63
ურდულები
64
კონსტრუქციული მასალები
65
არმატურა
66
ქვიშა-ხრეშის ნარევი
67
საბეტონე მასალა
68
ბეტონი
69
ყვითელი ქვიშა
70
პემზა
71
კიბეები
72
კიბის საფეხურები
73
ბეტონის ჭები
74
პოლიეთილენის ჭები
75
ლიუკებისა და ჭების ელემენტები
76
ლიუკებისა და ჭების სახურავები
77
საკეტიანი კაბინები და კარადები
78
სეიფები
79
საფოსტო ყუთები
80
ლამპიონები
81
გარე განათება
82
განათების სისტემები
83
ბეტონისა და ქვის ფილები
84
მოზაიკური ფილები
85
ბუნებრივი ქვის ფილები
86
კერამიკული ფილა (კედლის)
87
კერამიკული ფილაA(იატაკის)
88
ლამინატისა და ხის პლინტუსები
89
ხის პარკეტი
90
ლამინირებული პარკეტი
91
ლინოლეუმი
92
კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა)
93
ხის და მონათესავე მასალის კარ-ფანჯრები
94
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
95
მეტალის კარ-ფანჯრები
96
მინა
97
ქლორვინილის ქაფი
98
ხის კოჭები
99
გადასახური მასალები
100
მეტალოკრამიტი
101
ფურცლოვანი თუნუქი
102
პოლიკარბონატი
103
წყალშემკრები ძაბრები
104
სანტექნიკური მასალები
105
პოლიმერული მასალის წყალსადენის მილები
106
პოლიეთილენის მუხლები
107
პოლიეთილენის სამკაპები
108
პოლიეთილენის რედუქტორები
109
პოლიეთილენის ადაპტორები
110
პოლიეთილენ ფოლადის გადამყვანები
111
პოლიეთილენ თუჯის გადამყვანები
112
პოლიეთილენის ე/შ ქუროები
113
პოლიეთილენის ე/შ უნაგირები
114
პოლიეთილენის ჯვარედინები
115
სახანძრო ჰიდრანტები (მიწისქვეშა)
116
თუჯის შიბერული ურდულები
117
ჭედადი თუჯის ურდულები
118
თუჯის სოლისებრი ურდულები
119
თუჯის დროსირებული ურდულები
120
თუჯის საჰაერო ურდულები
121
ვენტილები (ხრახნიანი)
122
რკინის ფლანეცები
123
შესადუღებელი აპარატები
124
ელექტროდები
125
ფოლადის დემონტირებადი ქუროები
126
ფოლადის მილები
127
ლითონის კვადრატული მილები
128
ლითონის კუთხოვანა
129
შველერები
130
სავენტილაციო სისტემის მასალები
131
კანალიზაციისა და ვენტილაციის პლასტმასის მილები
132
კანალიზაციის მასალები
133
თბოიზოლაციის მასალები
134
ჰიდროსაიზოლაციო მასალები
135
ელექტრო, გაზისა და წყლის მრიცხველები
136
წყალსადენის მასალები
137
უნიტაზები
138
პირსაბანი ნიჟარები
139
საშხაპის ქვესადგამები
140
ონკანები
141
სანათები, ნათურები, ჭაღები
142
ელექტრო ფურნიტურა
143
ელექტრო კაბელები
144
სამონტაჟო მასალები
145
ელექტრო სამონტაჟო მასალები
146
ელექტრო გამანაწილებელი ფარები
147
წყალემულსიის საღებავები
148
ზეთოვანი საღებავები
149
ფასადის საღებავები
150
საფითხნი მასალა (“შპაკლი”)
151
თაბაშირ-მუყაოს ფილები
152
შპალერი და სხვა საფარი
153
პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები
154
სამსხმელო ყალიბები/ფორმები
155
ხარაჩოები
156
ხისა და მონათესავე პროდუქტის საყალიბე მასალა
157
ხის მასალა
158
ლურსმნები
159
გაზქურები, გაზის გამათბობლები
160
წყლის გამაცხელებლები
161
მყარი საწვავი
162
ქიმიური პროდუქტები
163
ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბალახის თესლი
164
წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები და ნერგები
165
მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები
166
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი
167
თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები
168
არმატურა დ=6მმ
169
არმატურა დ=8მმ
170
არმატურა დ=10მმ
171
არმატურა დ=12მმ
172
არმატურა დ=14მმ
173
არმატურა დ=18მმ
174
არმატურა დ=20მმ
175
არმატურა დ=22მმ
176
არმატურა დ=25მმ
177
არმატურა დ=28მმ
178
არმატურა დ=32მმ
179
არმატურა დ=36მმ
180
არმატურა დ=40მმ
181
არმატურის საჭრელები და საღუნები
182
მავთული შესაკრავი
183
მავთული შედუღების
184
გლინულა დ=2-3მმ
185
გლინულა დ=6.5-8მმ
186
ორტესებრი ძელები №10-18
187
ორტესებრი ძელები №20-36
188
შველერები №6,5-14
189
შეველერები №16-24
190
კუთხოვანა 20
u20
u2,5-დან 45
u45
u5-მდე
191
კუთხოვანა 50
u50
u3-დან 100
u100
u10-მდე
192
კვადრატი 6
u6-დან 16
u16-მდე
193
კვადრატი 18
u18-დან 32
u32-მდე
194
შიფერი თუნუქის მოთუთიებული
195
მეტალოპროფილი
196
მეტალოპროფილი გალვანიზებული
197
მეტალოკრამიტი კეხი
198
მეტალოფურცელი
199
პარაგრიტები
200
ტერამიშები
201
გაბიონები
202
ბიომატერია
203
გეოტექსტილი
204
რენოს მატრასები
205
სპილენძის რგოლები, სტეპლერები
206
თუნუქი ფურცლოვანი 0,5მმ-დან 0,8მმ-დე
207
თუნუქი ფურცლოვანი 1,0მმ-დან-1,4მმ-მდე
208
ზოლოვანა 18X3-დან 50X3-მდე
209
ზოლოვანა 50X4-დან 100X10-მდე
210
შავი ლითონის კონსტრუქციები
211
ბადეები წყობის, უჯრედის
212
მოაჯირის ბადეები
213
მოაჯირის ელემენტები
214
ბადეები, ეკალმავთული
215
თოკები, ტროსები, საჭიმები
216
გისოსები სხვადასხვა ფორმის
217
ლითონის ვიტრაჟები
218
ავტოფარეხის კარებები
219
გოფრირებული კარებები
220
ფარდა-ჟალუზები
221
რიგელების კონსტრუქციები
222
ფერმის კონსტრუქციები
223
სვეტების კონსტრუქციები
224
განათების ანძები რადიორელეური
225
ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები
226
ფოლადის მილები დ=15მმ
227
ფოლადის მილები დ=20მმ
228
ფოლადის მილები დ=25მმ
229
ფოლადის მილები დ=32მმ
230
ფოლადის მილები დ=40მმ
231
ფოლადის მილები დ=50მმ
232
ფოლადის მილები დ=57მმ
233
ფოლადის მილები დ=65მმ
234
ფოლადის მილები დ=80მმ
235
ფოლადის მილები დ=90მმ
236
ფოლადის მილები დ=100მმ
237
ფოლადის ელექტროშედუღებადი მილები
238
მაგისტრალური ნავთობსადების მილები
239
თუჯის მილები
240
კერამიკული მილები
241
პოლივინილპლასტის მილები
242
კანალიზაციის გოფრირებული მილები
243
გოფრირებული მილები
244
ფერადი ლითონის ნაკეთობები
245
ფერადი ლითონები
246
ძვირფასი ლითონის ნაკეთობები
247
ძვირფასი ლითონები
248
აგური თიხის, კერამიკული
249
აგური თიხის, კერამიკული ორმაგი
250
აგური თიხის, მოსაპირკეთებელი
251
აგური თიხის, ფასადის
252
თიხის სატიხრე კერამიკული ბლოკი
253
აგური სილიკატური
254
ბეტონის ბლოკი წერტილოვანი საფუძვლის
255
ბეტონის ბლოკი საძირკვლის
256
ბეტონის ბლოკი ზეძირკვლის
257
ბლოკი მცირე ზომის
258
ტიხრის ბლოკი
259
ბეტონის სასარტყლე ბლოკი
260
ფასადის მოსაპირკეთებელი ბლოკი
261
ბეტონის წყლის სანიაღვრე ფილა
262
რკინაბეტონის მილები
263
რკინაბეტონის ნაკეთობები
264
რკინაბეტონის ხიმინჯები L=6,5-9მ-მდე
265
რკინაბეტონის ხიმინჯები L=9მ-მეტი
266
რკინაბეტონის ზღუდარი
267
რკინაბეტონის გადახურვის ფილები
268
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-50, მ-75 (B-7)
269
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-100, (B-7,5)
270
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-150, (B-11)
271
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-200, (B-15)
272
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-250, (B-18,5)
273
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-270, (B-20)
274
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-300, (B-22,5)
275
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-327, (B-25)
276
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-400, (B-30)
277
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-460, (B-35)
278
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-521, (B-40)
279
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-50, მ-75
280
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-100
281
სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-200
282
სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-50
283
სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-75
284
სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-100
285
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-100 (B-7,5)
286
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-150 (B-11)
287
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-200 (B-15)
288
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-270 (B-20)
289
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-300 (B-22,5)
290
სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-320 (B-25)
291
ცემენტი მ-300
292
ცემენტი მ-400
293
დცემენტი მ-500
294
ცემენტი მ-300 (ნაყარი)
295
ცემენტი მ-400 (ნაყარი)
296
ცემენტი მ-500 (ნაყარი)
297
ევროცემენტი მ-400
298
ჰაიდელბერგცემენტი მ-400
299
ჰაიდელბერგცემენტი მ-300
300
ცემენტი დეკორატიული
301
ცემენტის მზა ნარევი ჭიმის მოსაწყობათ
302
ცარცი
303
ბეტონის ანტიფრიზი
304
ჰიდროსაიზოლაციო ცემენტი
305
საბურულე მასალები
306
ტოლი
307
პერგამინი
308
რუბეროიდი
309
ბრიზოლი
310
კილიტარუბეროიდი (ფოლგორუბეროიდი)
311
ლინიკრომი
312
ბიკროსტი
313
ბიტულინი
314
კილიტაიზოილი
315
ჰიდროიზოლი
316
ფუნდალინი
317
ფუნდალინის დამაგრების დუბელი
318
შინგლი სხვადასხვა ზედაპირით
319
ხსნარი წყობის
320
ხსნარი მოსაპირკეთებელი
321
ასფალტობეტონი მსხვილმარცვლოვანი
322
ასფალტობეტონი საშუალომარცვლოვანი
323
ასფალტობეტონი წვრილმარცვლოვანი
324
ფილერი
325
სამშენებლო ქიმია
326
სენდვიჩ პანელები
327
სენდვიჩ გადახურვა
328
რადიატორები
329
გათბობის ქვაბები
330
სანთურები
331
კოლექტორები
332
სამაცივრო დანადგარები
333
ლიფტები
334
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები
335
ავტობიტუმმზიდები
336
ავტოცემენტმზიდები
337
შასი თვითმავალი
338
კოშკურა ამწეები
339
ჯოჯგინა ამწეები
340
ამწეები საავტომობილო სვლაზე
341
ამწეები მუხლუხა სვლაზე
342
ჯალამბარები
343
სასწორები
344
კონვეიერი ლენტური
345
გრეიდერები მცირე სიმძლავრის
346
გრეიდერები საშუალო სიმძლავრის
347
გრეიდერები მაღალი სიმძლავრის
348
კომპრესორი მოძრავი
349
კომპრესორი თვითმოძრავი
350
ექსკავატორი ერთციცხვიანი 0,25-0,80 კუბ.მ
351
ექსკავატორი ერთციცხვიანი 1-1,25 კუბ.მ
352
ექსკავატორი კოდალა
353
ქან-მგრევი მექანიზმები
354
მუხლუხა ექსკავატორი
355
პნევმატურთვლებიანი ექსკავატორი
356
ბულდოზერები 37-79კვტ
357
ბულდოზერები 96-228 კვტ
358
ბულდოზერ-გამფხვიერებლები
359
ორმოსმთხრელი მანქანები
360
ბეტონმრევები
361
ბეტონის ტუმბოები
362
ავტოგუდრონატორები
363
სატკეპნი ვიბრაციული
364
სატკეპნი გლუვი
365
სატკეპნი თვითმავალი პნევმოსვლაზე
366
ქვაბი ბიტუმის მოძრავი
367
მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანა
368
ასფალტობეტონის დამგები
369
ხიმინჯის აგრეგატები
370
საბურღი აგრეგატები
371
საველე მილშესადუღებელი ბაზა
372
ბიტუმსადნობი აგრეგატები
373
ანკერების ჩასახრახნი მანქანა
374
დასაწნეხი აგრეგატები
375
ავტობეტონმრევი
376
ავტოთვითმცლელები 12-27ტ
377
ავტოთვითმცლელები 40-180ტ
378
სანგრევი ჩაქუჩები
379
ავტომობილები ბორტიანი
380
ავტოთვითსაცლელი
381
საწევარი _ ტრაილერები
382
ელექტრომოწყობილობები ძრავებისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის
383
განათების არმატურა
384
განათების სისტემები
385
ელექტრო მოწყობილობები და აპარატურა
386
წყლის ტუმბოები
387
საშინაო მოხმარების ხელსაწყოები
388
მოწყობილობები სანიტარული მომსახურებებისათვის
389
ბლოკის საჭრელი დანადგარები
390
მსუბუქი ავტომობილები
391
მაღალი გამავლობის ავტომობილები
392
რაფის ტიპის ავტომობილები
მომსახურება
393
კომპიუტერული მომსახურება
394
პროგრამული უზრუნველყოფა
395
საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურება
396
ნებართვებისა და სპეცფორმების აღება
397
რუკების ბეჭდვა
398
საფოსტო მომსახურება
399
წარმომადგენლობითი ხარჯები
400
საპროექტო მომსახურება
401
"ვირტგენ ინტერნაციონალის" ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის რემონტი
402
"კატერპილარის" ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის რემონტი
403
ქვის სამსხვრევი საამქროს რემონტი
404
ბეტონის ქარხნის კვანძების რემონტი
405
ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება
406
ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის რემონტი
407
მძიმე გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება
408
ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექდათვალიერება
409
დაზგა-დანადგარებისა და ელ. გენერატორების რემონტი
410
სანოტარო მომსახურება
411
თარგმნა
412
იურიდიული მომსახურება
413
სადაზღვევო მომსახურება
414
აუდიტური, საკონსულტაციო მომსახურება
415
პერსონალის გადამზადება, ტრენინგ სემინარები
416
ექსპერტიზის მომსახურება
417
საბროკერო მომსახურება
418
საშუამავლო მომსახურება
419
ლაბორატორიული მომსახურება
420
დაცვა
421
დასუფთავება
422
სატრანსპორტო მომსახურება
423
სპეც. ტექნიკით მომსახურება
424
ა/მანქანებისა და სპეც. ტექნიკის იჯარა
425
მუშებისა და მომსახურე პერსონალის კვება
426
ასფალტის ქარხნის კვანძების რემონტი
427
სამრეცხაო მომსახურეობა
428
ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
429
სამხერხაო მომსახურება
430
სატყეო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებები
431
სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
432
გრეიდერების იჯარა
433
გრეიდერებით მომსახურება
434
ექსკავატორების იჯარა
435
ექსკავატორებით მომსახურება
436
ავტოდამტვირთავების იჯარა
437
ავტოდამტვირთავებით მომსახურება
438
ბულდოზერების იჯარა
439
ბულდოზერებით მომსახურება
440
სატკეპნების იჯარა
441
სატკეპნებით მომსახურება
442
ვიბროსატკეპნის იჯარა
443
ვიბროსატკეპნით მომსახურება
444
რესაიკლერის იჯარა
445
რესაიკლერით მომსახურება
446
საბურღი აგრეგატებით მომსახურება
447
საბურღი აგრეგატების იჯარა
448
ფრეზის იჯარა
449
ფრეზით მომსახურება
450
მაღალი ტევადობის თვითმცლელების იჯარა
451
მაღალი ტევადობის თვითმცლელებით მომსახურება
452
ავტოთვითმცლელების იჯარა
453
ავტოთვითმცლელებით მომსახურება
454
ასფალტის დამგების იჯარა
455
ასფალტის დამგებით მომსახურება
456
ემულსიამზიდის იჯარა
457
ემულსიამზიდით მომსახურება
458
ემულსიის მოსასხმელი მანქანის იჯარა
459
ემულსიის მოსასხმელი მანქანით მომსახურება
460
წყლის მზიდი მანქანების იჯარა
461
წყლის მზიდი მანქანებით მომსახურება
462
დასასუფთავებელი მანქანების იჯარა
463
დასასუფთავებელი მანქანებით მომსახურება
464
ავტოამწეების იჯარა
465
ავტოამწეებით მომსახურება
466
ბეტონმზიდი მანქანების იჯარა
467
ბეტონმზიდი მანქანებით მომსახურება
468
ტრაილერების იჯარა
469
ტრაილერებით მომსახურება
470
ქანმნგრევი მექანიზმებით მომსახურება
471
ქანმნგრევი მექანიზმების იჯარა
472
ბეტონის დამგების იჯარა
473
ბეტონის დამგებით მომსახურება
474
გრუნტის ტრანსპორტირების მომსახურება
475
ბალასტის ტრანსპორტირების მომსახურება
476
სატვირთო მანქანების დაქირავება მძღოლებთან ერთად
477
ავტომობილების დაქირავება მძღოლებთან ერთად
478
ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირების მომსახურება
479
ბიტუმის ტრანსპორტირების მომსახურება
480
არმატურის ტრანსპორტირების მომსახურება
481
ხე-ტყის ტრანსპორტირების მომსახურება
482
სამშენებლო ბლოკის ტრანსპორტირების მომსახურება
483
შეფუთული ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება
484
ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება
485
ქვიშის ტრანსპორტირების მომსახურება
486
გაჯის ტრანსპორტირების მომსახურება
487
კარ-ფანჯრების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება
488
საკეტების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება
489
ტუმბოების იჯარა
490
ტუმბოების შეკეთება და მომსახურება
491
სარქველების შეკეთება და მომსახურება
492
ონკანების შეკეთება და მომსახურება
493
ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების მონტაჟი
494
ელექტროგამანაწილებელის და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი
495
ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
496
სტუმრების დახვედრისა და მიღების ორგანიზების მომსახურება
497
საკონფერენციო დარბაზის იჯარა, საკონფერენციო მომსახურება
498
საინჟინრო მომსახურება
499
ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურება
500
მონიტორინგი და კონტროლი
501
კვლევასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
502
კვლევისა და დამუშავების დაპროექტება და განხორციელება
503
საყალიბე მასალის იჯარა
504
კონსტრუქციული მასალების იჯარა
505
დასუფთავება და სანიტარული მომსახურება
დანართი №2
ანგარიში
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ _____ წელს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ
№
მიმწოდებელი მხარის დასახელება
მიწოდებული საქონლის ღირებულება
გაწეული მომსახურების ღირებულება
შესყიდვის საერთო ღირებულება
შესყიდვისათვის ფაქტობრივად
გადახდილი თანხა
დანართი №3
ანგარიში
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ _____ წელს პირობათა გამოკითხვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ
№
მიმწოდებელი მხარის დასახელება
მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების დასახელება
მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ღირებულება
შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა
შესყიდვისათვის ფაქტობრივად
გადახდილი თანხა