იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე
მიღების თარიღი 28.12.2012
ძალაში შესვლა 01.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №482
სარეგისტრაციო კოდი სააგენტო
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი | 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი |
| პროგრამული კოდი | დაფინანსების წყარო |
| 35 03 02 01 | 1) დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი |
| 35 03 02 02 / 35 03 03 16 | 2) იმუნიზაცია |
| ბ) სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა (პროგრამული კოდი 35 03 02 02) | ცენტრი |
| გ)ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 35 03 02 02) | ცენტრი |
| ე) ანტირაბიული მომსახურება (პროგრამული კოდი 35 03 03 16) | სააგენტო |
| 35 03 02 03 | 3)ეპიდზედამხედველობის პროგრამა |
| ბ) მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება | ცენტრი |
| დ) ადმინისტრირება და მონიტორინგი | ცენტრი |
| 35 03 02 04 | 4) უსაფრთხო სისხლი |
| 35 03 02 05 | 5) პროფესიულ დაავადებათა პრევენცია |
| 35 03 03 01 | 6) ფსიქიკური ჯანმრთელობა |
| 35 03 03 02 | 7) ინფექციური დაავადებების მართვა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №482
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად:
1. განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის 2012 წლის ის სახელმწიფო პროგრამები, მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2013 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები დანართის შესაბამისად, მათ შორის:
ა) 2013 წლის 1 იანვრიდან განხორციელდეს, 2012 წელს დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მომწოდებლებთან. ამასთან:
ა.ა) ხელშეკრულებების გაფორმების/გაგრძელებისას მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2012 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით);
ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2012 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2012 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2012 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;
ბ) შენარჩუნებულ იქნეს 2012 წლის ვაუჩერული პროგრამების მიწოდების/განხორციელების/დაფინანსების პრინციპები, ამასთან 2013 წელს გაგრძელებული ჯანმრთელობის დაცვის 2012 წლის ვაუჩერული პროგრამების ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია, აგრეთვე პროგრამებში მონაწილე ყველა მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2012 წელს განსაზღვრული წესით;
გ) შენარჩუნებულ იქნას „იმუნიზაციის“ პროგრამის ,,ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვის“, „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვის, შენახვისა და გაცემის“ და „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენტების ფარგლებში დარეგისტრირებული მომწოდებლების სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს 2012 წელს განსაზღვრული წესით;
დ) არ გაგრძელდეს 2012 წელს არსებული ხელშეკრულებები შემდეგი პროგრამების/კომპონენტების ფარგლებში 2013 წლის პროგრამების დამტკიცებამდე:
დ.ა) „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ პროგრამის საქართველოში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით კიბოს რეგისტრის დანერგვის კომპონენტი და მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანიის კომპონენტი;
დ.ბ) „უსაფრთხო სისხლის“ პროგრამის ფარგლებში, უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიას, მათ შორის, „უანგარო დონორთა მსოფლიოს დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის კომპონენტი.
დ.გ) „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული კომპონენტების ფარგლებში 2012 წელს აუნაზღაურებელი თანხების (არსებობის შემთხვევაში) დაფინანსების წყაროდ, განისაზღვროს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდით გათვალისწინებული ასიგნებები.
ე) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის ,,საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ კომპონენტის თვის ლიმიტი განისაზღვროს 36,665 ლარით.
ვ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 1 იანვრიდან „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თანადაფინანსებას, შესაბამის რაიონში ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილების 13.1 დანართით განსაზღვრული თვის ლიმიტის 50%-ით, ხოლო 13.2 დანართით განსაზღვრული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება ფინანსდება სრულად პროგრამის ფარგლებში.
ზ) „სოფლის ექიმის“ პროგრამის პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად კომპონენტის ფარგლებში, 2013 წლის 1 იანვრიდან „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სადაზღვევო ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავის სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონებში სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურების თანადაფინანსებას ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით განსაზღვრული თანხის 50%-ით.
თ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტებისა და სხვა საქონლის შესყიდვების უზრუნველყოფისთვის სამინისტროს, ცენტრს და სააგენტოს მიეცეთ უფლება დამატებით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება შემდეგი პროგრამების ფარგლებში, ხოლო სატენდერო პროცედურების დასრულებამდე და შესყიდული საქონლის მოწოდებამდე იხელმძღვანელონ ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით:
თ.ა) ,,იმუნიზაციის“ პროგრამის ფარგლებში „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უფლება მიეცეს ცენტრს ამავე კანონით „იმუნიზაციის“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ვაქცინების შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ხოლო „სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვისა“ და „ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის“ კომპონენეტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა - კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
თ.ბ) ,,დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტები და საქონელი;
თ.გ) ,,ნარკომანიის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტები და საქონელი;
თ.დ) ,,იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტები და საქონელი.
3. სააგენტომ და ცენტრმა 2013 წლის 31 იანვრამდე სამინისტროში წარადგინონ ინფორმაცია ამ დადგენილების შესაბამისად დადებული/გაგრძელებული ხელშეკრულებების შესახებ (მათ შორის, ვაუჩერული პროგრამების), რომელიც დადგენილი წესით უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო განმახორციელებელი დადგენილი წესით აცნობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
4. სააგენტომ და ცენტრმა 2012 წლის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის დაფინანსება იმავე პირობებითა და მოცულობით განახორციელონ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, დანართის მიხედვით. ამასთან, 2012 წლის განმავლობაში სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2013 წელს, ანაზღაურდეს 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან.
5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;
ბ) „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2012 წელს გაფორმებული, აგრეთვე 2011 წელს გაფორმებული და შეთანხმებით 2012 წელს გაგრძელებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აუნაზღაურებელი ღირებულება დაფინანსდეს შესაბამისი პროგრამის 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან;
გ) „რეფერალური მომსახურების“ „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ 2012 წელს მიღებული, შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, 2013 წელს ხელშეკრულებების გაფორმება და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან;
დ) 2012 წელს „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N492 დადგენილების შესაბამისად, უწყვეტად გაგრძელებული პროგრამების/კომპონენტების ფარგლებში სააგენტოს მიერ 2012 წლის განმავლობაში აღიარებული ვალდებულებების და 2012 წლის განმავლობაში წარმოშობილი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით განსაზღვრული წესის თანახმად მიღებული იქნება 2013 წელს, ანაზღაურდეს „რეფერალური მომსახურების“ პროგრამისთვის 2013 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში.
6. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, გაფორმდეს ხელშეკრულებები და მათი დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამის 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან.
7. ,,რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდეს 2012 წელს არსებული შრომითი ურთიერთობები კომისიის მიერ საჭიროებისამებრ მოწვეულ შესაბამისი პროფილის ექიმებთან.
8. ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗
სამინისტრომ, სააგენტომ და ცენტრმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
დადგენილება, გარდა მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
საქართველოს მთავრობის 2012 წლის
28 დეკემბრის N.482. დადგენილების
დანართი
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
პროგრამული კოდი
დაფინანსების
წყარო
ღონისძიებები
პროგრამული
კოდი
დაფინანსების
წყარო
განმახორციელებელი
35 03 02 01
1) დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
ა) კიბოს სკრინინგის კომპონენტი
35 03 02 01
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
ცენტრი
ბ) ბავშვთა ასაკის განვითარების შეფერხება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
გ) ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტი
დ) კიბოს რეგისტრის დანერგვის კომპონენტი
ე) მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანია
ვ) ადმინისტრირება და მონიტორინგი
35 03 02 02 / 35 03 03 16
2) იმუნიზაცია
ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა (პროგრამული კოდი 35 03 02 02)
35 03 02 02
იმუნიზაცია
ცენტრი
ბ) სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა (პროგრამული კოდი 35 03 02 02)
ცენტრი
გ)ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 35 03 02 02)
ცენტრი
დ) ვაქცინების, შრატებისა და ასაცრელი მასალების შენახვა და გაცემა-განაწილება „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან ადმინისტრაციულ ერთეულებამდე და სხვა ლოჯისტიკური ხარჯები (პროგრამული კოდი 35 03 02 02)
ცენტრი
ე) ანტირაბიული მომსახურება (პროგრამული კოდი 35 03 03 16)
სააგენტო
35 03 02 03
3)ეპიდზედამხედველობის პროგრამა
ა) რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსება
35 03 02 03
ეპიდზედამხედველობის პროგრამა
ცენტრი
ბ) მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება
ცენტრი
გ) სქესობრივად გადამდებ დაავადებათა, ნოზოკომიური ინფექციების, დიარეული დაავადებების, მენინგოენცეფალიტების, ჰეპატიტებისა და ჰემორაგიული ცხელებების ეპიდზედამხედველობის კომპონენტების ფარგლებში ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა
ცენტრი
დ) ადმინისტრირება და მონიტორინგი
ცენტრი
35 03 02 04
4) უსაფრთხო სისხლი
ა) დონორული სისხლის კვლევა B და C ჰეპატიტზე,აივ-ინფექციაზე/შიდსზე და ათაშანგზე
35 03 02 04
უსაფრთხო სისხლი
ცენტრი
ბ) ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის უზრუნველყოფა
გ) უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანია, მათ შორის, „უანგარო დონორთა მსოფლიოს დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა
35 03 02 05
5) პროფესიულ დაავადებათა პრევენცია
35 03 02 05
პროფესიულ დაავადებათა პრევენცია
ცენტრი
35 03 03 01
6) ფსიქიკური ჯანმრთელობა
ა) ამბულატორიული მომსახურება
35 03 03 01
ფსიქიკური ჯანმრთელობა
სააგენტო
ა.ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება
ა.ბ) ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
ა.გ) ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა
ა.დ) ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია
ბ) სტაციონარული მომსახურება
ბ.ა) ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება
ბ.ბ) ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება
ბ.გ) ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება
35 03 03 02
7) ინფექციური დაავადებების მართვა
35 03 02 06
ინფექციური დაავადებების მართვა
სააგენტო
35 03 03 03
8) ტუბერკულოზის მართვა
ა) ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ფარგლებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება – 12 500 ლარი თვეში)
35 03 02 07
ტუბერკულოზის მართვა
სააგენტო
ბ) ეპიდზედამხედველობისა და ტუბერკულოზის პროგრამის მართვის მონიტორინგის კომპონენტი
ცენტრი
გ) ლაბორატორიული კონტროლი
ცენტრი
დ) სტაციონარული მომსახურება
სააგენტო
ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა
სააგენტო
35 03 03 04
9) აივ-ინფექცია/შიდსი
ა) აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება
35 03 02 08
აივ-ინფექცია/შიდსი
ცენტრი
ბ) ამბულატორიული მომსახურება
სააგენტო
გ) სტაციონარული მომსახურება
სააგენტო
35 03 03 05
10) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
ა) ანტენატალური მეთვალყურეობა
35 03 02 09
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
სააგენტო
ბ) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა
სააგენტო
დ) გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა
სააგენტო
ე) ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და ათაშანგის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა
ცენტრი
ვ)ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
სააგენტო
ზ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა
ცენტრი
35 03 03 06
11)დიაბეტის მართვა
ა) დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება
35 03 03 02
დიაბეტის მართვა
სააგენტო
ბ) სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება
გ)შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა
დ)დიაბეტით დაავადებულ პირთათვის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა
35 03 03 07
12) ნარკომანია
ა) სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია
35 03 02 10
ნარკომანია
სააგენტო
ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების უზრუნველყოფა
გ) ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის შესყიდვა
დ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა
35 03 03 08
13) ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა
ა) ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
35 03 03 09
რეფერალური მომსახურება
სააგენტო
ბ) ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა
გ) ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დ) ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა
35 03 03 03
ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება
სააგენტო
35 03 03 09
14) დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია
ა) ჰემოდიალიზითუზრუნველყოფა
35 03 03 04
დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია
სააგენტო
ბ)პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა
სააგენტო
გ) ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება
სამინისტრო
დ) თირკმლის ტრანსპლანტაცია
სააგენტო
ე) ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა
სააგენტო
ვ)სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა
სააგენტო
35 03 03 10
15) გულის ქირურგია
ა) გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა
35 03 03 09
რეფერალური მომსახურება
სააგენტო
ბ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა
გ) კორონარული ანგიოპლასტიკა
35 03 03 11
16) ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა
ა)ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა
35 03 03 05
ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა
სააგენტო
ბ) ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა
გ) ინკურაბელურპაციენტთამედიკამენტებითუზრუნველყოფა, მათშორის
დ)ინკურაბელური პაციენტებისათვის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა
35 03 03 12
17) იშვიათი დაავადებების მქონე
და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა
ა) იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება
35 03 03 06
იშვიათი დაავადებების მქონე და
მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა
სააგენტო
ბ)იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება
გ)ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება
დ)იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა
35 03 03 13
18) სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება
ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარება
35 03 03 07
სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება
სააგენტო
ბ) სამედიცინო ტრანსპორტირება
ბ.ა) რეფერალური დახმარება
ბ.ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
ბ.გ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა
გ)„პროგრამა პატრიოტის განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა
35 03 03 14
19) სოფლის ექიმი
ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად
35 03 03 08
სოფლის ექიმი
სააგენტო
ბ) სამედიცინო მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში
35 03 03 15
20)რეფერალური მომსახურება
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი
35 03 03 09
რეფერალური მომსახურება
სააგენტო
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურების კომპონენტი
გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი
დ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფა
35 03 03 17
21) 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება
ა) 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება – სტაციონარული დახმარება
35 03 03 09
რეფერალური მომსახურება
სააგენტო
ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება – გადაუდებელი დახმარება
35 03 03 18
22) მოსახლეობის ურგენტული მომსახურება
35 03 03 09
რეფერალური მომსახურება
სააგენტო
35 03 03 19
23) ზოგადი ამბულატორია
35 03 03 09
რეფერალური მომსახურება
სააგენტო
35 03 03 21
24) სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება
ა) სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმების კომპონენტი
35 03 03 10
სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება
სააგენტო
ბ) სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებითი სტაციონარული გამოკვლევების კომპონენტი