⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.03.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2012
ძალის დაკარგვა 15.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №485
სარეგისტრაციო კოდი 340000000.10.003.017164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,757 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2012 მიღება
15.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №485 2012 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე  მუხლის  შესაბამისად, 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის  2009  წლის  18  თებერვლის  №26  დად­გენილება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი     საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემ­დგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და ,,სა­ქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­ბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება. 2. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს სა­ქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის სა­ყო­ველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს საერთა­შორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 3. სამინისტრო ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუ­შავებასა და მისი შესრულების კონტროლს. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუ­ჯეტი. 5. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელ­­მწიფო გერ­ბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბა­მისი ბეჭდები და შტამპები, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სა­ქარ­თველოს ხაზინაში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თა­ვისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გა­მო­სახულებით. 6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: 0159, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6. მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობის სფერო და  ამოცანები 1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი, ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობე­სე­ბის, მემცენარეობის, მეცხოვე­ლე­ობის, მეთევზეობის,  აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგები. 2. სამინისტროს ამოცანებია: ა)  სოფლის მეურნეობის დარგის სტრატეგიის შემუშავება; ბ) სოფლის მეურნეობის დარგის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომ­ზა­დება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; გ) ქვეყანაში აგრარული რეფორმების განხორციელება ქვეყნის ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათ­ვალისწინებით; დ) ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლბით დადგენილი წესით; ე) ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; ვ) აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სურსათის უვნებლობის უზრუნ­ველყოფისათვის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით; ზ) სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; თ) ქვეყანაში ბიოაგროწარმოების ხელშეწყობა; ი) საექსპორტო პოტენციალის გამოყენების, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების მოპოვებისა და განმტკიცებისათვის  ხელშეწყობა; კ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების გავ­რცე­ლებისათვის ხელშეწყობა; ლ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენ­ციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; მ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეც­ნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის და­უფ­ლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელ­შეწყობა; ნ) ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშა­ვებაში მონაწილეობის მიღება; ო) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობის განვითარე­ბისათვის ხელშეწყობა, თანამშრომლობის პრიორიტე­ტუ­ლი მი­მარ­თულებების განსაზღვრა და საერთაშორისო პროგრამების მარ­თვა; პ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქარ­თველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა და სანე­ბართვო-სალიცენზიო პირობების შესრულების ზედამ­ხედველობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საბაზრო ინფრას­ტრუქტურის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლა­მენ­ტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ს) ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გა­უმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა; ტ) დარგების მიხედვით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმია­ნო­ბისათვის ხელშეწყობა; ფ) პესტიციდების, აგროქიმიკატების, ცხოველის ან/და მცე­ნარის ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზება და რეგისტრა­ცია კომპეტენციის ფარგლებში; ქ) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ობიექტების შემოღწევისაგან; ღ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; ყ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საჭიროების პროგ­ნოზირება და მათი გამოყენებისათვის ხელშეწყობა; შ) მემცენარეობის და მეცხოველეობის საქმიანობის ხელშეწყობა; ჩ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარ­მონიზაციის ხელშეწყობა; ც) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 3🔗. სამინისტროს უფლებამოსილებები სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს აგრარული და სასურსათო მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისაგან, ასევე კერძო სამართლის სუბიექტებისაგან; ბ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოცია­ლური პოლიტიკის, ნორმატიული აქტების, სახელმწიფო პროგ­რამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში; გ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და სიმპოზიუმები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) დადგენილი წესით მიავლინოს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად,  კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შე­სას­წავლად, კონფერენციებსა და სხვა სახის შეკრებებში მონა­წილეობის მისაღებად; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერ­თობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; ვ) ზედამხედველობა გაუწიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებუ­ლებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას; ზ) საქართველოს მთავრობას პერიოდულად მოახსენოს მინი­ჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინა­რეობის შესახებ; თ) უზრუნველყოს  საზოგადოებასთან ურთიერთობა უშუა­ლოდ ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; ი) უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბა­ზის სრულყოფა და გაფართოება, თანამშრომელთა მატერია­ლური სტიმულირება კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება­მოსილებანი. მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.   3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი და კომპეტენციის სფერო განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. მინისტრის დავალებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 5. მინისტრის არყოფნისას სამინისტროს საქმიანობას ხელ­მძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე. მუხლი 5🔗. მინისტრის უფლება-მოვალეობანი  1. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქ­მიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვ­ნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართ­ვე­ლოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მი­ნისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფების,  ტერიტორიული ორგანოების,  სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვა­ლე­ობების შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადა­წყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედვე­ლო­ბას;  დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუ­თარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამ­დებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს მოსამსახურეებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის და არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირების ხელ­მძღვანელებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევე­ბისა; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადე­ბებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავ­ლის საკითხებზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დამტკიცებული ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ. იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახს­რების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე და პასუხისმგებელია ბიუ­ჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ვ) განსაზღვრავს მინისტრის პირველი მოადგილის, მოად­გილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმარ­თულებათა მართვის სფეროში;  ზ) წარმოადგენს სამინისტროს ან ანიჭებს სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს სასამართლოებში წარმომადგენ­ლო­ბის უფლებამოსილებას; თ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქ­ტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემ­თხვევებში - საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებუ­ლებებს; ი) დადგენილი წესით წარადგენს სამინისტროს მოსამსახუ­რეებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კო­მი­სია; ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სამინის­ტროს საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის შესახებ; მ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს; ნ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს, პრემიის, აგრეთვე, გან­სა­კუთ­რებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარების რაოდე­ნო­ბას; ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; პ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში; ჟ) ითანხმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის  მინისტრის დანიშვნას; რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს; ს)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადა­წყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება საქარ­თვე­ლოს მთავრობის სხდომაზე. 3. მინისტრი უფლებამოსილია თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა (მათ შორის კონკრეტული დარგის მოწვეული სპეციალისტები), საქმიანობის, უფლებამოსილების ვადა და ანაზღაურების წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 6🔗. სამინისტროს სისტემა სამინისტროს სისტემაში შედის: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ერთიანობა ქმნის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები; გ) საჯარო სამართლის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები,  რომელთა სახელ­მწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო. მუხლი 7🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი უფლებამოსილებები 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სოფლის მეურნეობის  და სურსათის დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი; დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ე) საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტი; ვ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტი; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის  დეპარტამენტი; ი) საერთაშორისო ურთიერთობების დპარტამენტი. 2. სოფლის მეურნეობის  და სურსათის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა)  მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის, ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და რეგიონალური განვითარების თაობაზე  პოლიტიკის შემუშავება; ბ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; გ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა; დ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენების და ხელმისაწვდომობის ოპტიმალური ფორმების შემუშავება; ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია; ვ) დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომ­ზა­დება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული  საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება; გ) სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულება; დ) მინისტრის მიერ შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადების უზრუნველყოფა და ოქმების შედგენა; ე) პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება; ვ) სამინისტროს ადამიანური რესურსების  მართვის ერთიანი  პოლიტიკის შემუშავება, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოებისა და საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადება; თ) ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების კომპიუტერული ტექნიკის ქსელების შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. 4. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაცია; ბ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; გ) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში; დ) სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოებში; ე) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; ზ) მთავრობათაშორისი და უწყებათშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. 5. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებები: ზ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; ზ.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ზ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; ზ.დ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი; ზ.ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; თ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; 6. საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ბ) სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი; გ) პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა; დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება; ე) სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციათა წინაშე სავალდებულო ანგარიშგება; ვ) სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლების უზრუნველყოფა; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვებისა და სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზება; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. 7. მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:  ა) მელიორაციის სფეროს განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;  ბ) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და ღონისძიებათა განხორციელებისას სახელმწიფო ზედამხედველობაში მონაწილეობა;  გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის მართვა;  დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.  8. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:  ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;  ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე,  მასმედიასთან ურთიერთობა, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სამინისტროს სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან,  არასამთავრობო და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება; დ) სამინისტროში მოქალაქეთა მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტების დიზაინი და ბრენდირება (ბრენდინგი); ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. 9.  პოლიტიკისა და ანალიტიკის  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში სოფლის მეურნეობის დარგის განვით-თარების პოლიტიკის განსაზღვრა, სტრატეგიისა და დარგობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავება; ბ) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გ)  სამინისტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კვლევების ჩატარება და მიღებული შედეგების დამუშავებული სახით  დაინტერესებული პირებისთვის წარდგენა; დ) სოფლის მეურნეობის სფეროში  მოზიდული და დაგეგმილი ინვესტიციების ანალიზი; ე) სოფლის მეურნეობის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების მიმდინარეობის ხელშეწყობა, ინფორმაციული უზრუნველყოფა, შეფასება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; ვ) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ზ) მსოფლიოში აპრობირებული სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდისა და  პოპულარიზაციის მიზნით;   თ) საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების გამოვლენა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვისა და ერთობლივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; ი) ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროექტების ინიციირება და მათი შედეგების ანალიზი; კ) კომპენტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. 10. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის  პროცესის კოორდინაცია; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე წინადადებების შემუშავება; დ) სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის მიერ დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და განახლება; ე) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება; ვ) ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის  შეხვედრებისა  და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და  ანალიტიკური მასალების მომზადება; ზ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტებისათვის პროგრამების შედგენა და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია; თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა; ი) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება; კ) დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში  პროექტების  დაგეგმვა, მართვის ხელშეწყობა და მონიტორინგი საქართველოს მთავრობისა და დონორთა შეთანხმების შესაბამისად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო  ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება; მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. მუხლი 8🔗. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები 1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები და წარმოადგენენ  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შესაბამის მუნიციპალიტეტში. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თელავის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახმეტის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; მ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ნ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ო) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; პ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კასპის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქარელის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; რ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გორის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ს) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხაშურის  მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ტ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; უ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასპინძის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ფ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადიგენის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ქ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ღ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ყ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; შ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჩ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის  მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ც) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ძ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; წ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩხერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჭ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ხ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჯ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​1) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​2) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​3) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​4) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​5) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური;  ჰ​6) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​7) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აბაშის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​8)საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​9) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​10) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​11) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​12) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​13) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​14) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესტიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​15) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​16) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​17) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​18) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​19) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​20) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური; ჰ​21) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური. 3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფეროს უფლებამოსილებანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 9🔗. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.