საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.01.2013
ძალაში შესვლა 01.01.2013
ძალის დაკარგვა 31.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,042 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.01.2013 მიღება
01.01.2013 ძალაში შესვლა
31.12.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №4 2013 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა" და„ნ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანდართული დისციპლინური წესდება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდება მუხლი 1🔗. წესდების მიზანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სისტემის თანამშრომელთა (შემდგომში – თანამშრომელთა) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. მუხლი 2🔗. დისციპლინური პასუხისგებლობის საფუძვლები და დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის თანამშრომელს ეკისრება დისციპლინური სახდელი. 2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა  სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) სამსახურის გავლის წესის დარღვევა; თ) ფიცის გატეხვა; ი) ფორმის ტარების წესის დარღვევა. მუხლი 3🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) შსს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური წოდების I საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) შს ორგანოებიდან დათხოვნა. მუხლი 4🔗. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესები 1. თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. 2. დასკვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: თანამშრომლის სახელი და გვარი, თანამდებობა, სახელმწიფო სპეციალური წოდება, შინაგან საქმეთა ორგანოებში და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დასკვნის შედგენის თარიღი. 3. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვთ შინაგან საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს. 4. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 1 წლისა მისი გამოვლენის დღიდან თანამშრომლის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 1 წლის გავლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურეეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს ორი წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო. 5. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. 6. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მოხელე ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო დანამატებთან ერთად. 7. თანამშრომელი შეიძლება დაითხოვონ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, მოსამსახურის წარსული საქმიანობა და რეპუტაცია (მორალური სახე) მიზანშეუწონელს ხდის გადაცდომის ჩამდენმა მუშაობა გააგრძელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 8. დისციპლინური სახდელის დადებამდე თანამშრომელს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოქმი, რომელიც ხელმოწერილი იქნება არანაკლებ ორი თანამშრომლის მიერ. 9. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, თანამშრომლის პიროვნება და დამსახურება. 10. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. 11. მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის სამსახურებრივი დაწინაურება ან მორიგ წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება. 12. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება თანამშრომლის პირად საქმეში. მუხლი 5🔗. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები 1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს მოხსნილი თუ თანამშრომელმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.  11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის უფლება აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს საკურატორო სფეროების მიხედვით და სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ პირებს (მხოლოდ მათ მიერ დადებული დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით). მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებში დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის უფლება აქვს ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს.  3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით) შესაბამისი სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით. 4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება თანამშრომლის პირად საქმეში. 5. თუ თანამშრომელს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხიმგებლობის არმქონედ. 6. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, თანამშრომლის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი. სარეკომენდაციო ბარათით, ანალოგიური დარღვევების თავიდან  აცილების მიზნით, თანამშრომელს მიეცემა რჩევა-დარიგება მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მისი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ. 7. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება თანამშრომლის პირად საქმეში. მუხლი 6🔗. თანამშრომელთა წახალისება და მისი სახეები  პოლიციელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემია; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. მუხლი 7🔗. თანამშრომელთა წახალისებაზე წარდგენა და წახალისების წესი 1. თანამშრომლის წახალისება ხდება სამსახურის უშუალო უფროსის მიერ – წარდგინებით. 2. წარდგინებას თან უნდა ახლდეს თანამშრომლის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზე მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთ-ერთი ფორმა. 3. წახალისების უფლება აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს.   4. წარდგინება წახალისების შესახებ გადაეგზავნება შესაბამის კადრების სამსახურს, რომელიც მასალებს ამზადებს ორი კვირის ვადაში. 5. ბრძანება თანამშრომლის წახალისების შესახებ იგზავნება კუთვნილებისამებრ. 6. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა თანამშროელი წახალისებული. 7. თანამშრომლის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში. 8. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებანი 1. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შეფარდება ექვემდებარება აღრიცხვას, რომლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება და საჩივარი დისციპლინური სახდელის შეფარდების კანონიერების შესახებ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით