საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2012
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2013
matsne.gov.ge 193 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №42 2012 წლის 31 დეკემბერი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად: 1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მაშველთა გადამზადების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ     (გ. თავართქილაძე), როგორც ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განსახორციე­ლებელმა ორგანომ, უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდატორების დანიშვნა. 3. ლიკვიდატორებმა, 2013 წლის 31 იანვრისათვის: ა) უზრუნველყონ ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაკონტრო­ლებელი ორგანოსათვის წარდგენა; ბ) განახორციელონ ცენტრის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №41 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/09/2011, 190040000.32.057.016062). 5. ამ დადგენილების პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 31 იანვრიდან. 6. ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე