„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010240020.32.057.016113
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №43

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №40 დადგე­ნილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2011, 190040000.32.057.016061) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით. მთავრობა უფლებამოსილია, მიზან­შე­წო­ნილობის მოტივით, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მთავრობის უფლება­მო­­სილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

2. სააგენტოს უფროსს ჰყავს 4 მოადგილე, მათ შორისб ერთი პირველი მოადგილე. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს აჭარის ავ­­ტო­­ნომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავ­­ტო­­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში - მთავრობის თავმჯდომარე) სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრის წარდგინებით ან სა­­კუთარი ინიციატივით. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოადგილეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სააგენტოს ახალი უფროსის დანიშვნამდე.

3. მოადგილეთა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტოს უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას სააგენტოს ახალი უფროსის დანიშვნამდე ასრულებს სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე