„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №44

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012  წლის 10 აპრილის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2012, 040030000.32.057.016083) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბულვარს ხელმძღვანელობს ბულვარის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით. მთავრობა უფლებამოსილია, მიზანშეწონილობის მოტივით, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მთავრობის უფლება­მო­­სილების შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც აჭარის ავ­­ტო­­ნომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავ­­ტო­­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში - მთავრობის თავმჯდომარე) ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრის წარდგინებით ან სა­­კუთარი ინიციატივით. ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოადგილეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ბულვარის ახალი დირექტორის დანიშვნამდე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე