საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2012
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2012 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№45
2012 წლის 31 დეკემბერი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1.
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტი ბეშუმი (შემდგომში - კურორტი ბეშუმი).
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ (გ. თავართქილაძე), როგორც კურორტ ბეშუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, უზრუნველყოს კურორტ ბეშუმის ლიკვიდატორების დანიშვნა.
3.
ლიკვიდატორებმა 2013 წლის 31 იანვრისათვის:
ა)
უზრუნველყონ კურორტ ბეშუმის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაკონტროლებელი ორგანოსათვის წარდგენა;
ბ)
განახორციელონ კურორტ ბეშუმის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის №97 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №180 (22.442), 23.09.05., გვ. 5).
5.
ამ დადგენილების პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 31 იანვრიდან.
6.
ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე