აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების,შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2012
ძალის დაკარგვა 18.02.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
| № | შესყიდვის ობიექტის დასახელება და მოკლე აღწერა |
| დაფინანსების წყაროს დასახელება | 201-- წელი |
| წყაროს დასახელება | კვარტალი (ნაზარდი ჯამით) |
| გეგმა | ფაქტობრივი დაფინანსება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების,შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№47
2012 წლის 31 დეკემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა
და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების,
შესრულებისა და ანგარიშგების წესის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-17 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:
1.
დამტკიცდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესი“, თანახმად №1 დანართისა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ფორმა“, თანახმად №2 დანართისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების შესრულების ანგარიშის კვარტალური ფორმა“, თანახმად №3 დანართისა.
2.
პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა დადგენილების ამოქმედებიდან უზრუნველყონ 2013 წლის და შემდგომი წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნობრივი პროგრამების წლიური შესრულება წარდგენილ იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიზნობრივი პროგრამების შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 25 მაისის №20 დადგენილებით განსაზღვრული №3 დანართის შესაბამისად.
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიზნობრივი პროგრამების შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 25 მაისის №20 დადგენილება.
5.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი №1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. აღნიშნული წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების (შემდგომში - პროგრამები) მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულებისა და ანგარიშგების წესს.
2. პროგრამა წარმოადგენს ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით და ხორციელდება გრძელვადიან პერიოდში ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად.
3. თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე პროგრამა შეიძლება იყოს მოკლევადიანი (ერთწლიანი) და გრძელვადიანი (მრავალწლიანი).
მუხლი 2🔗.
პროგრამების მომზადება
1. მომდევნო საბიუჯეტო წლის პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი იწყება წინა საბიუჯეტო წლის 1 მარტიდან.
2. პროგრამა უნდა მოიცავდეს პროგრამის დასახელებას, განმახორციელებელ სუბიექტს, პროგრამის აღწერასა და მიზნებს, შესრულების ვადებს, მოსალოდნელ საბოლოო ან შუალედურ შედეგებს, შედეგის ან შედეგების შეფასების ინდიკატორებს, პროგრამის საერთო ღირებულებას, საჭირო ფინანსურ რესურსს წლების მიხედვით და მათი დაფარვის წყაროებს.
მუხლი 3🔗.
პროგრამების განხილვა
1. პროგრამების წარმდგენი შეიძლება იყოს მხარჯავი დაწესებულება.
2. პროგრამები მხარჯავ დაწესებულებებს წარედგინება მის სტრუქტურაში/სისტემაში შემავალი ერთეულის მიერ.
3. პროგრამების განხილვა და მათი შერჩევა პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.
4. პროგრამების შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭება იმ პროგრამებს, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს ისეთი პრობლემების (სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, მეცნიერების განვითარების, გეოლოგიურ-საძიებო და სხვა) მოგვარებას, რომელთა დარეგულირება უშუალოდ განეკუთვნება მთავრობის კომპეტენციას და საერთოდ არ იძლევა უკუგებას მოგების სახით, ან იძლევა მათ მხოლოდ დროის დიდი ინტერვალის შემდეგ და ამის გამო კერძო ინვესტორებისაგან ნაკლებად დაფინანსებადია.
5. პროგრამების ჩამონათვალში, პირველ რიგში შეიტანება გრძელვადიანი (მრავალწლიანი) დაწყებული პროგრამები (თუ არ არსებობს გადაწყვეტილება მათი შეჩერების შესახებ).
6. კომისიის მიერ შერჩული პროგრამა მხარჯავი დაწესებულების მიერ შეიტანება პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბიუჯეტო განაცხადში.
7. კომისიის მიერ შერჩეული განსახორციელებელი პროგრამების პროექტი წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ.
მუხლი 4🔗.
პროგრამების დამტკიცება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პროგრამების დამტკიცება ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
პროგრამების შესრულება და ანგარიშგება
1. პროგრამების შესრულების შესახებ ანგარიში მხარჯავი დაწესებულების მიერ წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოველკვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან 10 დღის ვადაში დამტკიცებული ფორმის მიხედვით, განმარტებით ბარათთან ერთად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვაში ასახავს პროგრამების დაფინანსებისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №2
201-- წლისათვის
ზომის ერთეული ____ ლარი
მიეთითება ის საანგარიშო წელი, რომლისთვისაც ივსება ფორმა და ზომის ერთეული (ლარი)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ფორმა
1.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დასახელება
ამ პუნქტში მიეთითება დასამტკიცებელი პროგრამის ზუსტი სახელწოდება. იმ შემთხვევაში, თუ მას ერთი ან რამოდენიმე ქვეპროგრამა ან ღონისძიება გააჩნია, პროგრამის ფორმას უნდა დაერთოს პროგრამაში შემავალი, ცალ-ცალკე შევსებული ყველა ქვეპროგრამა, ღონისძიება.
2.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დაწყებისა და დამთავრების თარიღი
„----- ----------“ 201- წელი
„----- ----------“ 201- წელი
ამ პუნქტში მიეთითება დასამტკიცებელი პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დაწყების (ზედა სტრიქონი) და დამთავრების (ქვედა სტრიქონი) თარიღი შემდეგი თანმიმდევრობით: რიცხვი, თვე სიტყვებით და წელი;
3.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების მთლიანი ბიუჯეტი
______________ (______________________) ლარი
ციფრობრივად სიტყვიერად
ამ პუნქტში მიეთითება დასამტკიცებელი პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების მთლიანი ბიუჯეტი, როგორც ციფრობრივად, ასევე სიტყვიერად.
4.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების, დაფინანსების წყაროები
ა) ძირითადი ___________________________ ______________ ლარი
(წყაროს დასახელება) (თანხის ოდენობა)
ბ) დამატებითი __________________________ ______________ ლარი
(წყაროს დასახელება) (თანხის ოდენობა)
ამ პუნქტში მიეთითება პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დაფინანსების წყაროები და პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების ოდენობა: ძირითადში ის წყარო და თანხის ოდენობა, საიდანაც მეტი დაფინანსებაა დაგეგმილი, ხოლო დამატებითში _ სხვა დანარჩენი წყაროები და ამ წყაროდან პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების თანხის ოდენობა.
5.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განმახორციელებელი ორგანო
_______________________________________________
ამ პუნქტში მიეთითება ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განხორციელებაზე.
6.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების აღწერა და მიზანი
ამ პუნქტში მიეთითება მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრობლემები (პრობლემების აქტუალობის დასაბუთებასთან ერთად), რომელთა გადაჭრაზეც უნდა იყოს მიმართული დასამტკიცებელი პროგრამა, ქვეპროგრამა, ღონისძიება. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემასთან ერთად ან მის გარეშე არსებობს რაიმე სახის ნორმატიული აქტი (რომელიც ავალდებულებს მთავრობას რაიმე ღონისძიების გატარებაზე), აუცილებლად უნდა მიეთითოს მისი დასახელება. მხოლოდ ნორმატიული აქტის არსებობის შემთხვევაში უნდა მიეთითოს აქტიც და არსებული პრობლემაც.
7.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების საბოლოო ან შუალედური მოსალოდნელი შედეგები
ამ პუნქტში ჩამოყალიბებული უნდა იქნას პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების საბოლოო ან შუალედური მოსალოდნელი შედეგები.
8.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების შედეგების შეფასების ინდიკატორები
ამ პუნქტში უნდა ჩამოყალიბდეს ის კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის შესრულების შეფასებას.
9.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების სამოქმედო გეგმა დასახული მიზნებისა და ამოცანების მიხედვით
201– წელი
№
საქმიანობის აღწერა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
1.
2.
3.
...
ამ პუნქტში თანმიმდევრობით და პერიოდების მითითებით დეტალურად და მკაფიოდ უნდა იქნას გაწერილი პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი განსახორციელებელი საქმიანობა, გამომდინარე კონკრეტული მიზნებიდან და ამოცანებიდან.
10.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ბიუჯეტი წლებისა და განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით
ა) პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ბიუჯეტი წლების მიხედვით
დაფინანსების წყაროს დასახელება
201-- წელი
201-- წელი
201-- წელი
სულ
ძირითადი
1.
2.
დამატებითი
1.
2.
სულ
ბ) პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების საქმიანობის აღწერა
№
საქმიანობის აღწერა
ერთეულის დასახელება
რაოდენობა
ერთეულის საშუალო ფასი
სულ
(ლარი)
1.
2.
3.
...
სულ
ამ პუნქტში უნდა აღინიშნოს დასამტკიცებელი პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსება ლარებში, როგორც ნაერთი, ასევე წლების მიხედვით, დაფინანსების წყაროების მითითებით, აგრეთვე ცალკეული განსახორციელებელი საქმიანობის აღწერა.
დამატებითი ინფორმაცია
ამ პუნქტში უნდა ჩაიწეროს მატერიალური რესურსის გაცემის დეტალური სქემა და მომხმარებელთა შერჩევის დეტალური წესი, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არ არის ასახული სხვა პუნქტებში და რომელიც მნიშვნელოვანია პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განსახორციელებლად.
პროგრამის წარმომდგენი ორგანოს ხელმძღვანელი -------------------------- (ხელმოწერა)
გვარი, სახელი და თანამდებობა ------------------------------------------------------------
„----- -------------“ 201- წ.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების, ბოლო გვერდზე ხელს უნდა აწერდეს პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ორგანოს ხელმძღვანელი. შესაბამისი ხელმოწერის ქვემოთ უნდა მიეთითოს ხელმომწერის სახელი, გვარი და თანამდებობა. ხელმოწერის ქვემოთ უნდა დაისვას შესაბამისი პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს ბეჭედი.
დანართი №3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის
პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიების შესრულების ანგარიშის
კვარტალური ფორმა
201 – წლის (---) კვარტალი
ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან
ზომის ერთეული -------------- ლარი
1.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დასახელება
ამ პუნქტში მიეთითება დამტკიცებელი პროგრამის ზუსტი სახელწოდება. იმ შემთხვევაში, თუ მას ერთი ან რამდენიმე ქვეპროგრამა ან ღონისძიება გააჩნია, პროგრამის ფორმას უნდა დაერთოს პროგრამაში შემავალი, ცალ-ცალკე შევსებული ყველა ქვეპროგრამა, ღონისძიება.
2.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დაწყებისა და დამთავრების თარიღი
„----- --------- 201-წელი
„----- ----------“ 201- წელი
ამ პუნქტში მიეთითება დამტკიცებელი პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დაწყების (ზედა სტრიქონი) და დამთავრების (ქვედა სტრიქონი) თარიღი შემდეგი თანმიმდევრობით: რიცხვი, თვე სიტყვებით და წელი;
3.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების მთლიანი ბიუჯეტი
______________ (______________________) ლარი
ციფრობრივად სიტყვიერად
ამ პუნქტში მიეთითება დამტკიცებელი პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების მთლიანი ბიუჯეტი, როგორც ციფრობრივად, ასევე სიტყვიერად.
4.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დაფინანსების წყაროები
ა) ძირითადი ___________________________ __________ ლარი
(წყაროს დასახელება) (თანხის ოდენობა)
ბ) დამატებითი __________________________ __________ ლარი
(წყაროს დასახელება) (თანხის ოდენობა)
ამ პუნქტში მიეთითება პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების დაფინანსების წყაროები და პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების ოდენობა: ძირითადში ის წყარო და თანხის ოდენობა, საიდანაც მეტი დაფინანსებაა დაგეგმილი, ხოლო დამატებითში - სხვა დანარჩენი წყაროები და ამ წყაროდან პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების თანხის ოდენობა.
5.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განმახორციელებელი ორგანო
_______________________________________________
ამ პუნქტში მიეთითება ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განხორციელებაზე.
6.
საანგარიშო პერიოდში პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი ამოცანები და განხორციელებული ღონისძიებები
№
დაგეგმილი საქმიანობა
განხორციელებული საქმიანობა
(მ.შ. დაუგეგმავი)
ლარი
შესრულების %-ი
შენიშვნა
1.
2.
...
სულ
ამ პუნქტში მოკლედ უნდა იქნეს აღწერილი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა და განხორციელებული საქმიანობა, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მუშაობის პერიოდში გახდა აუცილებელი (ამ შემთხვევაში მიეთითება გაუთვალისწინებელი ღონისძიებების წარმოქმნის საფუძველი და მათი აუცილებლობა). განხორციელებულ ამოცანას უნდა მიეთითოს შესრულების შესაბამისი პროცენტული მნიშვნელობა 1-დან 100-მდე.
7.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ბიუჯეტი და საქმიანობის აღწერა
ა) პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ბიუჯეტი
201-- წელი
წყაროს დასახელება
კვარტალი (ნაზარდი ჯამით)
გეგმა
ფაქტობრივი დაფინანსება
გადახრა
ძირითადი
1.
2.
დამატებითი
1.
2.
სულ
ბ) პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების საქმიანობის აღწერა
№
საქმიანობის აღწერა
ერთეულის დასახელება
რაოდენობა
ერთეულის საშუალო ფასი
სულ
(ლარი)
1.
2.
3.
...
სულ
ამ პუნქტში უნდა აღინიშნოს:
ა) საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი და საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიღებული დაფინანსება;
ბ) საანგარიშო პერიოდში პროგრამით, ქვეპროგრამით, ღონისძიებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე გაწეული დეტალური დანახარჯები, თითოეულ ამ საქმიანობაზე თვლადი ერთეულის დასახელება (მაგ. ცალი, შეკვრა და ა.შ), შეძენილი ერთეულების რაოდენობა, ერთეულის ფასი და მთლიანად ღონისძიებაზე გაწეული დანახარჯები.
8.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები
№
შესყიდვის ობიექტის დასახელება
და მოკლე აღწერა
შესყიდვის ღირებულება (ლარი)
შესყიდვის განხორციელების ფორმა
შესყიდვის განხორციელების ვადები
შენიშვნა
1.
2.
3.
..
ამ პუნქტში მოკლედ აღიწერება პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ფარგლებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვა, მიეთითება შესყიდვის ღირებულება (ლარი), შესყიდვის განხორციელების ფორმა, ვადები (დაწყება-დამთავრება).
9.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების საბოლოო ან შუალედური შედეგი და შესრულების შეფასების ინდიკატორები
ამ პუნქტში უნდა ჩამოყალიბდეს მიღწეული საბოლოო ან შუალედური შედეგი, აგრეთვე ინდიკატორების შესრულების მიმდინარეობა, რომელებიც უზრუნველყოფს პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების შესრულების შეფასებას.
დამატებითი ინფორმაცია
ამ პუნქტში უნდა ჩიწეროს მატერიალური რესურსის გაცემის დეტალური სქემა და მომხმარებელთა შერჩევის დეტალური წესი, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არ არის ასახული სხვა პუნქტებში და რომელიც მნიშვნელოვანია პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განსახორციელებლად.
პროგრამის წარმომდგენი ორგანოს ხელმძღვანელი --------------------------
(ხელმოწერა)
გვარი, სახელი და თანამდებობა ------------------------------------------------------------
„----- -------------“ 201- წ.
პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების, ბოლო გვერდზე ხელს უნდა აწერდეს პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების ორგანოს ხელმძღვანელი. შესაბამისი ხელმოწერის ქვემოთ უნდა მიეთითოს ხელმომწერის სახელი, გვარი და თანამდებობა. ხელმოწერის ქვემოთ უნდა დაისვას შესაბამისი პროგრამის, ქვეპროგრამისა და ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს ბეჭედი.