,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №19 |
|
2013 წლის 8 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 03.01.2012) დამტკიცებული ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესში და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.“.
ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,12. სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე სხვა მიმწოდებელთან, რომელიც აკმაყოფილებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული მიმწოდებლის მიმართ გამარჯვებული მიმწოდებლისათვის ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვალდებულებების გავრცელების საკითხს განსაზღვრავს სატენდერო კომისია შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.01.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.01.2013. მიმღები ორგანო — კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.57.069.016019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №19, 08.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016019 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1815893/