„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016727
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №10

2013 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2008 წლის 26 დეკემბრის N622 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №184, მუხ. 1884) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი,  11 და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში - საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

კ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ლ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი;

ჟ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

რ) საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) უფროსი;

ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

11. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.

2. ეთხოვოთ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

ა) „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელს;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელს;

ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის წარმომადგენელს;

ზ) საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელს;

თ) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს;

ი) აშშ-ს იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;

კ) გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის წევრს;

ლ) ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელს;

მ) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელს;

ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენელს;

ო) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს;

პ) საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;

ჟ) საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.01.2013.
როდის იქნა მიღებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.01.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.08.002.016727.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10, 09.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016727 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1816915/