⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.06.2013)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.01.2013
ძალის დაკარგვა 11.06.2013
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,577 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.01.2013 მიღება
11.06.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (12)
1 საქართველოს კონსტიტუცია
2 საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’
3 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
4 საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
5 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
6 საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“
7 საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“
8 საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
9 საქართველოს  კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“
10 ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისი №16 დადგენილება
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1 2013 წლის 9 იანვარი ქ.ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ       ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი; გ) ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. 2. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში დანართი №1-ის შესაბამისად. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთათვის № საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დასახელება მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნისათვის სავალდებულო საკითხები 1 საქართველოს კონსტიტუცია 1. საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა 2. ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა 3. ადგილობრივი თვითმმართველობა 4. საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი 5. საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები 6. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები 7. საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები 8. სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი, ფულად-საკრედიტო სისტემა, ეროვნული ბანკის სტატუსი, გადასახედებისა და მოსაკრებლების შემოღების წესი, კონტროლის პალატის სტატუსი 2 საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ 1. კანონის რეგულირების სფერო 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება 3. თვითმმართველი ერთეულის ცნება 4. სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები 6. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი 7. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება 8. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა 9. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია 10. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შეზღუდვა თავისუფალ იდუსტრიულ ზონებში 11. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები 12. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები 13. უფლებამისილებების დელეგირების წესი და  პირობები 14. საკრებულოს არჩევის წესი 15. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება 16. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება 17. საკრებულოს კომისიები 18. საკრებულოს ბიურო 19. საკრებულოს ფრაქცია 20. საკრებულოს წევრის სტატუსი 21. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან 22. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები 23. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი 24. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები 25. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 26. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 27. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 28. საკრებულოს აპარატი 29. გამგეობა 30. გამგებლის სტატუსი, მისი თანამდებობაზე  დანიშვნის წესი და უფლებამოსილებები 31. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი 32. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელი 33. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები 34. თვითმმართველი ერთეულის ქონება 35. ადგილობრივი შესყიდვა 36. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები 37. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის  ფორმები 38. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის სახელმწიფო  ზედამხედველობა 39. საფინანსო კონტროლის ფორმები 40. თვითმმართველობის განხორციელებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა 41. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით 42. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა 43. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის  შეჩერება 44. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 3 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1. საჯარო სამასახურის ცნება და სახეები 2. საბიუჯეტო დაწესებულების ცნება 3. საჯარო მოსამსახურის ცნება და სახეები 4. მუნიციპალურ მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენა 5. გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა  შტატების დამტკიცება 6. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები 7. ადგილობრიივი თვითმმართველობის მოხელისათვის სამსახურში მისაღებად დადგენილი ძირითადი მოთხოვნები 8. პირები, რომლებიც არ მიიღებიან საჯარო  სამსახურში 9. სპეციალური მოთხოვნები საჯარო სამსახურში მისაღებად 10. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 11. ადგილობრიივი თვითმმართველობის  მოხელის სამსახურის ვადა 12. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით 13. ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ 14. ადგილობრიივი თვითმმართველობის  მოსამსახურის ხელფასი 15. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი 16. საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო და დასვენების დრო 17. საჯარო მოსამსახურის შვებულება 18. მოხელის სხვა თანამდებობზე გადაყვანა ან  თანამდებობრივად გაუთვალისწინებელი  დავალების მიცემა 19. საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა 20. საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები 21. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობები 22. მოსამსახურის მიერ სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება 23. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება 24. სამსახურში არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულება 25. საქმისწარმოებისა და ქონების გადაცემის ვალდებულება 26. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება 27. სამეწარმეო და პარტიული საქმიანობის შეზღუდვები 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა 29. გარიგებათა დადების შეზღუდვა 30. საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება 31. მოხელის საკლასო ჩინი 32. დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი 33. საჯარო სამსახურში ქცევის ზოგადი წესები, ქცევის ზოგადი წესები საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენებისას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად 34. საჯარო მოსამსახურის წახალისების ფორმები 35. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების წესი 36. დისციპლინური გადაცდომის ცნება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა 37. მოხელის ატესტაციის ცნება, ატესტაციას დაქვემდებარებული პირები, ატესტაციის ჩატარების წესი 38. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები 39. მოხელის სამსახურიდან ჩამოშორება 40. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები 41. მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ და სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია 42. სამსახურებრივი სტაჟის გამოანგარიშების წესი 43. სამსახურებრივი დავების გადაწყვეტის წესი 44. საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო 4 საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები 2. ნორმატიული აქტის ცნება 3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო 4. საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები 6. ნორმატიული აქტების იერარქია 7. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები 8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები 9. საქართველოს მთავრობის და საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტები 10. საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები 11. ნორმატიული აქტის სტრუქტურა, განმარტებითი ბარათი და რეკვიზიტები 12. ნორმატიული აქტის სამართლებრივი ექსპერტიზა 13. ნორმატიული აქტის მიღება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 14. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის დრო 15. ნორმატიული აქტის უკუძალა 16. ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება 17. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება და გამოქვეყნების წესი 5 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის ცნებები 2. ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული ორგანოს, დაინტერესებული მხარის ცნებები 3. საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია 4. საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისუზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია 5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესი 6. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები 7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება 8. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა 9. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები 10. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში 11. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 12. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა 13. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება 14. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება 15. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეცვლა და ბათილად ცნობა 16. ადმინისტრაციული წარმოების სახეები, ადმინისტრაციული წარმოების მხარეები 17. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები 18. განცხადების შეტანა, განცხადების შინაარსი, განცხადების რეგისტრაცია, ერთსა და იმავე საკითხზე ხელახალი განცხადების წარდგენის წესი 19. განცხადების გადაგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის 20. განცხადების განუხილველად დატოვება 21. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში 22. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები, აცილების განცხადება 23. ადმინისტრაციული წარმოების ვადები. გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლები 24. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაინტერესებული მხარის უფლებები 25. საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში 26. ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვადები 27. ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში (საკრებულო, საკრებულოს კომისია) 28. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნების წესი 29. საკუთარი მოსაზრებების წარდგენა კოლეგიალურ ადმინისტრაციულ ორგანოში 30. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება,ზეპირი მოსმენა, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისას 31. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები, ცნობის გამოქვეყნება საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, დოკუმენტების წარდგენა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება,ზეპირი მოსმენა, აქტის მიღება და გამოქვეყნება 32. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი ორგანო, აქტის აღსრულების წესი 33. ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება, საჩივრის განმხილველი ორგანო, აქტის გასაჩივრების ვადა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიადმინისტრაციული საჩივრის ფორმა და შინაარსი, ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის საფუძვლები, საჩივრის განხილვის ვადა, საჩივრის წარდგენისას აქტის მოქმედების შეჩერება, ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით 34. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა 6 საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ თვითმმართველი ერთეულის ქონება თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წყაროები ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების წესი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი აუქციონის გამოცხადება და ორგანიზება თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობა თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის საწყისი ოდენობის განსაზღვრა 7 საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები ზედამხედველობის ორგანოები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი კონსულტაცია სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობის განხორციელების წესები დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოს მიერ ზედამხედველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) საქმიანობის საჯაროობა 8 საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები შესყიდვების დაგეგმვა ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები კონკურსი სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო მონაცემები ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი შესყიდვის შესახებ ანგარიში გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი 9 საქართველოს  კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს საბიუჯეტო სისტემა საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები საბიუჯეტო პროცესი საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია პროგრამული ბიუჯეტი ბიუჯეტის შემოსულობები ბიუჯეტის გადასახდელები ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში გათანაბრებითი ტრანსფერი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი 10 ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისი №16 დადგენილება გამგეობის სამართლებრივი სტატუსი გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები საკრებულოს თავმჯდომარე გამგებელი გამგებლის მოადგილე გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები გამგეობის ტერიტორიული ორგანოები გამგეობის საჯარო მოსამსახურეები სამართლებრივი აქტები სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება სამართლებრივი აქტების გაფორმება