სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.01.2013
ძალის დაკარგვა 01.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 310010010.08.002.016729
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 01.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 22.11.2005
დოკუმენტის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №12
2013 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის თანდართული ფორმა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუში და აღწერილობა.
3.
ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს მათი მოქმედების ვადით.
4.
დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობების დამზადება და საამისოდ საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5.
ეს ბრძანებულება, გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6.
ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი