საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.01.2013
ძალაში შესვლა 16.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-9
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება
№2-9
2013 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების
თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 16 იანვრიდან.საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით კირვალიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
მუხლი 2🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი აგრარული განათლება;
ბ) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში;
გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლის;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail, excel).
მუხლი 3🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში);
ბ) არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში;
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet,e mail).
მუხლი 4🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში);
ბ) არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში.
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail).
მუხლი 5🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში);
ბ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
გ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail).
მუხლი 6🔗
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.