„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-8 |
|
2013 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებით (სსმ III, 14.06.06, №80, მუხ. 1045) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქმიანობის სფერო ლაბორატორიის საქმიანობის სფეროში შედის: ა) ცხოველთა (მ.შ. ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; ბ) ცხოველთა გადამდები სნეულებების აღმძვრელების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; გ) ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, უალკოჰოლო სასმელებისა და სასმელი წყლის ექსპერტიზა, ხარისხისა და საკვებად ვარგისიანობის განსაზღვრა; დ) მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; ე) ცხოველებისთვის საშიში დაავადებების გაჩენის რისკის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების, ლაბორატორიული დანადგარ-მოწყობილობებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების აპრობაციის და დანერგვის ხელშეწყობა.“ |
2.
მე-5 მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტის: |
ა.ა)
„დ“, „ე“ და „ვ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დონორებთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიაში კომპიუტერული ქსელისა და კომპიუტერული პროგრამების უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თანამშრომელთათვის ტრეინინგებისა და კონფერენციებში მონაწილეობის ორგანიზება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ე) პათმასალების მიმღები, პათანატომიური და პარაზიტოლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიაში შემოსული სინჯების (პათმასალების) მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება (პათანატომია) და შესაბამის განყოფილებისთვის გადაცემა, მიკოლოგიური და პარაზიტოლოგიური კვლევების ჩატარება, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გაცემა, ლაბორატორიის საჭიროებისათვის სინჯების (პათმასალის) მოძიება-აღება, დადებითი შედეგის დადგომის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება; ვ) საკვები პროდუქტების ექსპერტიზის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, უალკოჰოლო სასმელებისა და სასმელი წყლის ექსპერტიზა, ხარისხისა და საკვებად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური, ქიმიო-ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევების მეთოდებით;“ |
ა.ბ)
„ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ბაქტერიოლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცხოველთა საშიშ და განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარება;“ |
ა.გ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცხოველთა საშიშ და განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე ვირუსოლოგიური, მოლეკულურ-ბიოლოგიური და სეროლოგიური კვლევების ჩატარება;“. |
3.
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოები არიან: „ა) ქუთაისი და ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიები, რომელთა შემადგენლობაში შედის: ა.ა) მიკრობიოლოგიისა და სეროლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ცხოველთა საშიშ და განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე ბაქტერიოლოგიური, მოლეკულურ-ბიოლოგიური და სეროლოგიური კვლევების ჩატარება; ა.ბ) პათმასალების მიმღები და პათანატომიური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიაში შემოსული სინჯების (პათმასალების) მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება (პათანატომია) და გამოკვლევა ან/და შესაბამის განყოფილებისთვის გადაცემა, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გაცემა, ლაბორატორიის საჭიროებისათვის სინჯების (პათმასალის) მოძიება-აღება, დადებითი შედეგის დადგომის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება; ბ) გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ბათუმის საველე სადგურები, რომელთა ძირითადი ფუნქციებია სადგურში შემოსული სინჯების (პათმასალების) მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში გადაგზავნა, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გაცემა, ლაბორატორიის საჭიროებისათვის სინჯების (პათმასალის) მოძიება-აღება, საშიში დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება.“ |
4.
მე-6 მუხლის: |
ა)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლაბორატორიის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის დირექტორი.“ |
ბ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ლაბორატორიის დირექტორის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.01.2013.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 14.01.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-8. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.032.016097.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.01.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2-8, 14.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016097 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1818532/