საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
2013 წლის 3 იანვარი
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 895 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
2. დოქტორი არის უმაღლესი აკადემიური ხარისხი, რომელიც პირს ენიჭება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წინაპირობა
1. პირს დოქტორის აკადემიური ხარისხი ენიჭება შემდეგი ორი კომპონენტის შესრულების საფუძველზე:
ა) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის მიზნებისთვის თეოლოგიური დარგის განვითარებაში სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის;
ბ) კვლევითი კომპონენტი – სამეცნიერო ნაშრომი (დისერტაცია);
გ) საღვთისმეტყველო განათლება.
მუხლი 3. სამეცნიერო ნაშრომი
1. კვლევითი კომპონენტი მოიცავს პირის მიერ დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე შექმნილ სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც ახასიათებს მეცნიერული სიახლე და რომელიც მოწოდებულია წვლილი შეიტანოს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.
2. სამეცნიერო ნაშრომი შესრულებულია ქართულ ენაზე.
მუხლი 4. სადისერტაციო კომისია
1. სადისერტაციო კომისია წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილ ორგანოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის დოქტორის ხარისხის მინიჭების შესახებ.
2. სადისერტაციო კომისია შედგება შესაბამისი დარგობრივი კვალიფიკაციის, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ადგილობრივი და მოწვეული პირებისაგან.
3. სადისერტაციო კომისიის საპატიო თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
4. სადისერტაციო კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და კოორდინაციას ახროციელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ განსაზღვრული პირი.
მუხლი 5. დისერტაციის დაცვა
1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
2. დისერტაციის დაცვის ენა არის ქართული. სადისერტაციო კომისიის წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი.
3. დაცვის პროცესი ითვალისწინებს პირის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო კამათს და სადისერტაციო კომისიის დასკვნას.
მუხლი 6. დისერტაციის შეფასება
1. სადისერტაციო კომისია ახდენს დისერტაციის საბოლოო შეფასებას ასქულიანი სისტემით.
2.დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისათვის გამოიყენება შეფასების შემდეგი სისტემა:
ა) ფრიადი ( summa cum laude ) – შესანიშნავი ნაშრომი;
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
დ) საშუალო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში პირს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მუხლი 8. ხარისხის მინიჭება
1. პირს დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო კომისია.
2. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ (არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა) გაიცემა დიპლომი, რომელსაც ხელს აწერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.