# საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №2-7
- მიღების თარიღი: 14.01.2013
- კონსოლიდირებული რედაქცია: 05.02.2014
- სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.032.016096
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1819270
- წყარო: https://legali.ge/law/1819270/

> ეს არის 05.02.2014 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულ



[https://legali.ge/law/1819270/muxli-1/](https://legali.ge/law/1819270/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულების 



[https://legali.ge/law/1819270/muxli-2/](https://legali.ge/law/1819270/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით კირვალიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება

[https://legali.ge/law/1819270/muxli-3/](https://legali.ge/law/1819270/muxli-3/)

---

## მუხლი 1. გამოყენების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველის კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოები) საჯარო მოსამსახურეთა (კანდიდატთა) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისი

[https://legali.ge/law/1819270/muxli-1-2/](https://legali.ge/law/1819270/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. კომისიის მიზანი

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია:

ა) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;

ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა;

გ) მოსამსახურის (კანდიდატის) პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება

[https://legali.ge/law/1819270/muxli-2-2/](https://legali.ge/law/1819270/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

3. კომისიის წევრთა შემადგენლობას  განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

4. თავმჯდომარის მოადგილეს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები.

7. კომისიის მოწვეულ წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადია და ანაზღაურების  პირობები და ოდენობა განისაზღვრება მოწვეულ წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულები

[https://legali.ge/law/1819270/muxli-3-2/](https://legali.ge/law/1819270/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერ

[https://legali.ge/law/1819270/muxli-4/](https://legali.ge/law/1819270/muxli-4/)

---

## მუხლი 5. საპრეტენზიო კომისია

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.

3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.

4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

8. კონკურსანტებს/ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ კონკურსის/ატესტაციის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.

9. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

[https://legali.ge/law/1819270/muxli-5/](https://legali.ge/law/1819270/muxli-5/)

---

## მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება

_თავი III — კონკურსი_

1. საჯარო კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება სამინისტროს მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით,  ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

2. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა მოიცავდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.

3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.

4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.

5. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

6. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

7. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისათვის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გაკეთებული განცხადებების ამოღებას, მათ შესაბამისობის შემოწმებას და კომისიისათვის წარდგენას.

8. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას

[https://legali.ge/law/1819270/muxli-6/](https://legali.ge/law/1819270/muxli-6/)

---

## მუხლი 7. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება კანდიდატს

_თავი III — კონკურსი_

სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავა

[https://legali.ge/law/1819270/muxli-7/](https://legali.ge/law/1819270/muxli-7/)

---

## მუხლი 8. კონკურსისთვის წარმოსადგენი საბუთები

_თავი III — კონკურსი_

1. კონკურში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით;

ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

2. კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10 დღიანი ვადა ვაკანტური თანამდებობის არსებობის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

3. ერთი კონკურსანტის მიერ განცხადების წარდგენა ერთდროულად, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში, შესაძლებელია მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, არც ერთი განცხადება არ განიხილება

[https://legali.ge/law/1819270/muxli-8/](https://legali.ge/law/1819270/muxli-8/)

---

## მუხლი 9. კონკურსის პირობები

_თავი III — კონკურსი_

1. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პი­რობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.

2. საკონკურსო თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინ

[https://legali.ge/law/1819270/muxli-9/](https://legali.ge/law/1819270/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ტესტირება

_თავი III — კონკურსი_

1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. საკონკურსო თემატიკას საჯარო მოსამსახურის მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით ამტკიცებს მინისტრი.

2. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელი შედეგის რაოდენობა (მინიმალური ზღვარი), რომელიც თანხმდება მინისტრთან.

3. კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შედეგების მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარ

[https://legali.ge/law/1819270/muxli-10/](https://legali.ge/law/1819270/muxli-10/)

---

## მუხლი 12. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა

_თავი III — კონკურსი_

კომისია კანდიდატების ტესტირების ან/და გასაუბრების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს. აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით

[https://legali.ge/law/1819270/muxli-12/](https://legali.ge/law/1819270/muxli-12/)

---

## მუხლი 13. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება

_თავი III — კონკურსი_

1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.

2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

[https://legali.ge/law/1819270/muxli-13/](https://legali.ge/law/1819270/muxli-13/)

---

## მუხლი 14. კონკურსის შედეგი

_თავი III — კონკურსი_

1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა სამდივნოს მეშვეობით წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

3. მინისტრი ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი, კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახე

[https://legali.ge/law/1819270/muxli-14/](https://legali.ge/law/1819270/muxli-14/)

---

## მუხლი 15. ჩაშლილი კონკურსი

_თავი III — კონკურსი_

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.თავი IV
მოხელის ატესტაც

[https://legali.ge/law/1819270/muxli-15/](https://legali.ge/law/1819270/muxli-15/)

---

## მუხლი 16. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

_თავი III — კონკურსი_

1. ატესტაციას ექვემდებარება:

ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;

გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;

გ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.

3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას

[https://legali.ge/law/1819270/muxli-16/](https://legali.ge/law/1819270/muxli-16/)

---

## მუხლი 17. ატესტაციის დრო

_თავი III — კონკურსი_

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის ჩატარების პირობების შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინ

[https://legali.ge/law/1819270/muxli-17/](https://legali.ge/law/1819270/muxli-17/)

---

## მუხლი 18. ატესტაციის ჩატარების წესი

_თავი III — კონკურსი_

1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე, ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში (შემდგომში – სამმართველო),  წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს სამმართველოში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.

2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.

3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს სამმართველო.

4. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდი­კებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს  საკონკურსო-საატესტაციო კომისია მინისტრთან შეთანხმებით.

5. გასაუბრება იმართება სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, სადაც პირი მუშაობს.

6. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

7. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასება

[https://legali.ge/law/1819270/muxli-18/](https://legali.ge/law/1819270/muxli-18/)

---

## მუხლი 19. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

_თავი III — კონკურსი_

1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაღვრება ამ დებულების მე-13 მუხლით.

2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);

დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახე

[https://legali.ge/law/1819270/muxli-19/](https://legali.ge/law/1819270/muxli-19/)

---

## მუხლი 20. ატესტაციის შედეგები

_თავი III — კონკურსი_

1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

2. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.

3. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2).

4. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ დღეში და ხელს აწერს მას.

5. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.

6. მინისტრი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას, საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, მინისტრს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

დანართი № 1

მოხელის დახასიათება

სახელი, გვარი ___________________________________________________________

დაკავებული თანამდებობა ____________________________________________________

სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ___________________________________

საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება

______________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

დადებითი და უარყოფითი მხარეები

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

წახალისება

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

ხელმოწერა ______________________

თარიღი ________________________

დანართი №2

საატესტაციო ფურცელი

მოხელის სახელი, გვარი _______________________________________________________

დაბადების თარიღი და ადგილი ________________________________________________

დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება

______________________________________________________________________________

შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) _________________________________

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ____________________________________

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ______________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

შენიშვნა __________________________________________________________________________

კომისიის თავმჯდომარე ________________________

კომისიის წევრები ______________________________

თარიღი ________________________

გავეცანი:

მოხელის სახელი, გვარი -----------------------------------------------

მოხელის ხელმოწერა -----------------------------------------------

თარიღი          ---------------------------------------------

[https://legali.ge/law/1819270/muxli-20/](https://legali.ge/law/1819270/muxli-20/)
