განჩინება სს „დასასვენებელი სახლი“ ბეშუმის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1490-12
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2013 წლი ს 14 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი /მოვალე/ – სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმი’’;
საიდენტიფიკაციო კოდი – 248048633
დირექტორი – ავთანდილ დეკანაძე;
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2012 წლის 21 ნოემბერს სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ავთანდილ დეკანაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 12 179,59 ლარის ოდენობით, რომელთა შორის საბიუჯეტო დავალიანება შეადგენს – 467,59 ლარს. ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ მითითებით, რომ სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმის’’ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.
2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და შესავსებად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2012 წლის 03 დეკემბერს სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმის’’ დირ ე ქტორის ავთანდილ დეკანაძის მიერ გამოსწორდა დადგენილი ხარვეზი.
2012 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სს ,,დასასვენებელი სახლის ბეშუმის’’ დირექტორს ავთანდილ დეკანაძეს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში , სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო .
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 7 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე -16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს , რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას , სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს , რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით , თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება .
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე -7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში , სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს , რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია .
გამომდინარე აღნიშნულიდან, სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო ს ა პროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმი’’ (ს/ნ248048633) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს ,,დასასვენებელი სახლი ბეშუმის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე