მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.01.2013
ძალის დაკარგვა 19.08.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.153.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 846 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.01.2013 მიღება
19.08.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1 2013 წლის 14 იანვარი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის   მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის   შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების  პროგრამა №1 დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ёმცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 2012  წლის სოციალური  პროგრამის დამტკიცების შესახებЭ  მცხეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27  იანვრის  №6 დადგენილება (სსმюб  03/02/2012б 470230000.35.153.016090). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პ  რ  ო  გ  რ  ა  მ  ა მუხლი 1🔗. პრობლემის განსაზღვრა მოსახლეობა, რომელიც არ შედის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კატეგორიაში, სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნაროაю ბევრი მცირეშემოსავლიანი ოჯახია, რომელთაც არ ძალუძთ შეიძინონ კერძო სადაზღვევო კომპანიის პაკეტი. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი მოქალაქეთათვის კვალიფიციური, სპეციალიზებული და სტაციონარული მომსახურების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე კონტინგენტის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას. ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება. დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება. პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 455 100 (ოთხას ორმოცდა თხუთმეტი ათას ასი)  ლარით. მუხლი 3🔗. პროგრამის მოქმედება პროექტი ვრცელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   რეგისტრირებულ ყველა  მოქალაქეზე, რომლებიც: 1.  არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა კატეგორიაში; 2. არ აქვთ სხვა რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პოლისი; 3.  სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს შესაბამის ნოზოლოგიას.    მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ხორციელდება შემდეგი წესის მიხედვით: ბენეფიციარი, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია და თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი  წევრი მცხეთის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს:  ა) განცხადებას მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლს; გ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობას, რომელშიც განსაზღვრული იქნება ბენეფიციარის ოჯახის სოციალური სტატუსი (რწმუნებული პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიზუსტეზე); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციას _ ფორმა №100-ს; ე) ანგარიშ-ფაქტურას; ვ) ნოზოლოგიის კალკულაციას.      2.  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ "მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო და სოციალური პროგრამების განსახორციელებლად შექმნილი კომისია" კვირაში ერთ დღეს,  და გადაუდებელი შემთხვევის დროს რიგგარეშე იხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. 3. სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე ისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა.  4.  კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არა უგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის ყველა წევრი.  5. კომისიის ოქმი, სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით, წარედგინება გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ბენეფიციართა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს, რომელსაც ბენეფიციარი წარადგენს პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. 6. როგორც ინდივიდუალურ, ასევე წლიურ ხელშეკრულებებს პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 7. პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება მცხეთის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს იმ ფინანსურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება.  აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ხდება მკურნალობის ღირებულების დაფინანსება მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ. 8. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება. 9. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე; ბ)  დამთავრებულ მკურნალობაზე; გ)    ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე; მუხლი 5🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1. სამედიცინო მომსახურება ფინანსდება: 1000 ლარამდე _ 100%-მდე; 1001 ლარიდან 2000 ლარამდე _ 70%-მდე; 2001 ლარიდან 3000 ლარამდე _ 50%-მდე; 3001 ლარიდან 5000 ლარამდე _ 45%-მდე.  2. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსება მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე. 3.  კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ფინანსდება ასევე 100%-ით: ა)   მარტოხელა დედები და ოჯახები 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილით; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი, დაღუპულთა ოჯახის  წევრები (მეუღლე, შვილები); გ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს  და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და თანაგადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნია. მუხლი 6🔗. ერთჯერადი სოციალური  (ფულადი) დახმარება და დაფინანსების წესი 1. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც განიცდიან  ეკონომიურ გაჭირვებას უმუშევრობის ან დაბალშემოსავლიანობის გამო.  2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც განიცდიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობას დახმარებისათვის მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც განიხილავს მათი დახმარების საკითხს. მუხლი 7🔗. დახმარების მიღებისათვის წარმოსადგენ დოკუმენტაციათა ჩამონათვალი 1. ოჯახმა, რომელიც განიცდის მატერიალურ გაჭირვებას, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ტერიტორიული რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის სტატუსი; /რწმუნებული პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიზუსტეზე/;  გ)  პირადობის მოწმობის ქსეროასლი; დ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. კომისია ბენეფიციართა დახმარების საკითხს განიხილავს და იღებს სარეკომენდაციო დოკუმენტს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება გამგებელს. 3. გამგებელი ხელს აწერს ბენეფიციარებისათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.  4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 8🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) ომის ვეტერანთა, ტერიტორიული მთლიანობისათვის მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო  თანხა 250 ლარი; ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო  თანხა _ 200 ლარი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)  გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან  გარდაცვლილის ოჯახის სტატუსის  შესახებ; დ) ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას. 3. სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების საკითხს იხილავს კომისია და დგება ოქმი, რომელიც სარეკომენდაციოდ წარედგინება გამგებელს. 4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 9🔗. მოსალოდნელი შედეგები 1. მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. 2. სოციალური  დაცვის გაუმჯობესება. 3. უმწეო მოსახლეობისათვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.