„საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 11.01.2013
ძალაში შესვლა 11.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 283 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2013 მიღება
11.01.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
კახაბერ საკანდელიძე საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მი­ნისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი კვარაცხელია საქართველოს დასაქმების სახელწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეცია­ლისტი (იურისტი), კომისიის მდივანი
ლელა ავთანდილაშვილი საქართველოს დასაქმების სახელწიფო მინისტრის აპარატის მთავარი ბუღალ­ტე­რი, კომისიის წევრი.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №1 2013 წლის 11 იანვარი    ქ. თბილისი „საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინის­ტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილების შეტა­ნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 იანვრის №13  ბრძანებულების შესაბამისად, 2013 წლის 10 თებერვლიდან ძალა­დაკარ­გულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 9 ივლისის №245 დადგენილება „საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 2🔗 საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 იანვრის №13 ბრ­ძანე­ბულების შესაბამისად, საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მი­ნის­­ტრის აპარატის (შემდგომში – აპარატი) ლიკვიდაციის ღონისძი­ებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კო­მისია შემდეგი შემადგენლობით: კახაბერ საკანდელიძე საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მი­ნისტრი, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კვარაცხელია საქართველოს დასაქმების სახელწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეცია­ლისტი (იურისტი), კომისიის მდივანი ლელა ავთანდილაშვილი საქართველოს დასაქმების სახელწიფო მინისტრის აპარატის მთავარი ბუღალ­ტე­რი, კომისიის წევრი. მუხლი 3🔗 სალიკვიდაციო კომისიამ 2013 წლის 10 თებერვლამდე უზრუნ­ვე­ლყოს: ა) აპარატის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრე­დი­­­ტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვი­და­ციო ბალანსის შედ­გენა; ბ) აპარატის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონე­ბის საქარ­თვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტ­როს­თვის გადა­ცე­მა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) აპარატში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება სის­ტე­მატიზაცია და დაარქივება (საჭიროების შემთხვევაში – განადგურება) კანონ­მდებლობით დადგენილი წესით; დ) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით თანამშრ­ო­მელთა გაფრთხილება-გათავისუფლება და მათთვის გასაცემლის გაცემა; ე) აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გან­­საზ­ღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 11 იანვრიდან.  პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი