⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.01.2014)
გაუქმებულია:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2013
ძალის დაკარგვა 20.01.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,574 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2013 მიღება
20.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2  2013 წლის 15 იანვარი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმარველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის  შემდეგ  გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“,  ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონების  შესაბამისად, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი  (დანართი  1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011  წლის  22 დეკემბრის №54 დადგენილება (ვებგვერდი, 111222007, 26/12/2011 190020020.35.158.016062). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავებოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ერაძე დანართი 1   ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.  მუხლი 1🔗. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება 1. 18-დან  60 წლამდე ონკოლოგიურმა პაციენტმა  ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით  სამედიცინო დაწესებულების შესაბამის  ანგარიშზე. 3. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო  300 (სამასი) ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით,   მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა; ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არა უმეტეს 500 ლარისა; 4. დიაგნოსტიკური კვლევის  500 ( ხუთასი) ლარისა  და  სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის დასკვნის საფუძველზე. 5. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი)   ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 2🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება . 1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები 70 000-დან 100 000 ქულამდე და მათი ოჯახის ორსული წევრები, რომელთაც ზემოაღნიშნული სარეიტინგო ქულები მიენიჭათ 2012-2013 წწ. პერიოდში; ბ) სიღარიბის ზღვარს მყოფი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები   ოჯახების (რომელთაც გააჩნია 70 000 ქულაზე ნაკლები)  ის ორსული წევრები,  რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. 2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500  ლარისა. 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ); ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 5. სტაციონარული მკურნალობისათვის  2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის  სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე. 6. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი)   ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე. მუხლი 3🔗. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა  1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; ე) ზემოთ ჩამოთვლილი ქრონიკული დაავადებებით დაავადებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები. 2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 განახლებული); დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ); ე)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე. 4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 4🔗. ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება 1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური დახმარება მოხდება ერთჯერადად, არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; ზ) იძულებით გადაადგილებული პირის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე. 4. ფსორიაზით დაავადდებულთათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. ფსორიაზით დაავადებულთათვის 2500 (ორი ათას ხუთასი)   ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე. მუხლი 5🔗. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება 1. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების (6 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, გარდა ბავშვობიდან ინვალიდებისა) დახმარება მოხდება ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო  300 ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს  3500 ლარისა. 2. მუნიციპალიტეტში წრმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვებისათვის  2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის  სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვებისათვის  2500 (ორი ათას ხუთასი)   ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე. მუხლი 6🔗. სპორტსმენების დახმარება  1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის  სპორტსმენებს:  ა) ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონებს, რომლებიც პარალელურად არიან საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და ირიცხებიან ეროვნული ნაკრების წევრებად – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;    ბ) ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებს, რომლებმაც პარალელურად საერთაშორისო ჩემპიონატებში დაიკავეს საპრიზო ადგილები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.  2. დახმარება გაიცემა ბოლნისის რესურსცენტრისა და კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიების საფუძველზე.  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.  4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 7🔗. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარება 1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ   შემდეგ კატეგორიას: ა)    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 100 ლარის ოდენობით; ბ)   ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით; გ) შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარში მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო  300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა. 3. ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური მომსახურების  სააგენტოდან); დ ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5. მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი)   ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 8🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი 100) სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი 300) სარიტუალო მომსახურება; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილე მიცვალებულთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენლი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების ბოლნისის განყოფილებიდან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; ვ) მიცვალებული ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; თ) თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველძე. მუხლი 9🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ პაციენტს (6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, გარდა ბავშვობიდან ინვალიდებისა) დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 ლარის ოდენობით, ხოლო  300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს  3500  (სამი ათას ხუთასი)  ლარისა. 2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ; დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა; ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე. 5. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი)   ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე. მუხლი 10🔗. 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები (წყალი,დენი, ბუნებრივი აირი). 2. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველძე. მუხლი 11🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებისათვის: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეები (კოდი 300); ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში  გარდაცვლილთა ოჯახები ( კოდი 500; 501; 600;); გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (კოდი 100); დ) ავღანეთის ომის მონაწილეები (კოდი 200); ე) ინვალიდი, დევნილი, ვეტერანი მეომრების ოჯახები. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ: ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით; ბ) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის  – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500(სამიათასხუთასი) ლარისა; 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია  დახმარებას მიიღებს:  ა) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის   – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500(სამი ათას ხუთასი) ლარისა; 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიები  დახმარებას მიიღებენ:  ა) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის  – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 3500(სამი ათას ხუთასი) ლარისა; 5. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) დიდი სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ავღანეთის ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი ; ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; თ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა. 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 7. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 8. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი)   ლარიდან 3500 (სამიათასხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 12🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება 1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადად იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის ორსული წევრების სამედიცინო (სტაციონარული) მომსახურება 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს  3500 (სამი ათას ხუთასი)  ლარისა; 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა; ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ) ქორწინების მოწმობის ასლი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 5.სტაციონარული მკურნალობისათვის 2500 (ორი ათას ხუთასი)   ლარიდან 3500 (სამი ათას ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 13🔗. ერთჯერადი სოციალური ( ფულადი  და სამედიცინო) დახმარება 1. მუნიციპალიტეტში  მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარებას მიიღებენ გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის აქტის საფუძველზე, რომლის შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ, დახმარებაზე გადაწყვეტილებას 2500 ლარამდე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2500 ლარიდან 3500 ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ)ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 14🔗.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების სწავლის საფასურით დაფინანსება სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში დაფინანსდებიან (სახელმწიფო გრანტის გამოკლებით) გადასახდელი თანხის 50%-ით. (2012-2013 სასწავლო წლებში). ა). აღნიშნული შეღავათებით ისარგებლებენ: სოციალურად დაუცველები 0-დან 70 001-ქულამდე, მრავალშვილიანი ოჯახები ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი, ოჯახში ორი ან მეტი სტუდენტი, ობოლი, მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული პირები. 2. მუნიციციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) უმაღლის სასწავლებლიდან ცნობა და ანგარიშ-ფაქტურა. ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, (ქულების ოდენობა); ვ) დაბადების მოწმობის ასლი; ზ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; თ) დევნილის მოწმობის ასლი;  ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის უმაღლეს   სასწავლებელში. მუხლი 15🔗. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება. 1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით, წელიწადში არაუმეტეს 1200 ლარისა თითოეულ დაავადებულზე. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ბავშვის დაბადების მოწმობა; ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულებები გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს-მაჟორული შემთხვევებისას  ნატურალური თუ  ფულადი ფორმით დახმარებაზე გადაწყვეტილებას 2500 ლარამდე  იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზე,  რომლის  შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ,  ხოლო 2500 ლარიდან 3500 ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამგეობის  შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზე,  რომლის  შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ.