საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2013

დოკუმენტის ტექსტი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 330-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები:

„31. 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე , ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილ ებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა , თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები ნაფიც მს ა ჯულთა მონაწილეობით ასევე განიხილავენ იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებს, რო მელთა მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

32. ამ მუხლის 31 ნაწილის მიზნებისათვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებული წარმოადგენს:

ა) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა ;

ბ) პირს, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად.“.

2, 330-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 და 31 ნაწილ ები ს მიზნებისთვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სახელმწიფო სერვის ების განვითარების სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                        მ . სააკაშვილი