საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.01.2013
ძალის დაკარგვა 24.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.038.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ გიორგაძე | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.01.2013
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება
№9
2013 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველის კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №23 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის (შემდგომში – სამინისტროს აპარატი), სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირები) მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.
2.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი მათ შესრულებაზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
დაწესებულება – სამინისტროს აპარატი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
ბ)
დაწესებულების ხელმძღვანელი – სამინისტროს აპარატის შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – სამსახურის დირექტორი, სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისთვის – სასწავლო ცენტრის დირექტორი, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის – სააგენტოს უფროსი;
გ)
სტრუქტურული ქვედანაყოფი – სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის ქვედანაყოფები, იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები, სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები.
მუხლი 3🔗.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრინციპები
კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
კონკურსისა და ატესტაციის მიზანი
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მიზანია:
ა)
ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;
ბ)
მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
გ)
მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
დ)
საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ე)
მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ვ)
მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ზ)
მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
თ)
მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 5🔗.
კომისიის შექმნა და ფუნქციები
1.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით თითოეულ დაწესებულებაში დამოუკიდებლად იქმნება კომისია.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქციებია:
ა)
პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და პირადი შესაძლებლობების შეფასების პროცედურის წარმართვა;
ბ)
თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 6🔗.
კომისიის შემადგენლობა
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
კომისიის თავმჯდომარეს დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3.
კომისიის შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4.
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5.
კომისიის მდივანს კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას.
6.
კომისიაში შესაძლებელია შედიოდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომისიაში ასევე, უნდა შედიოდეს ერთი წარმომადგენელი სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან.
7.
მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი კონკურსი/ატესტაცია.
მუხლი 7🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1.
კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.
2.
კომისიის თავმჯდომარე:
ა)
განსაზღვრავს კომისიის წევრთა შემადგენლობას და ნიშნავს კომისიის წევრებს;
ბ)
წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
გ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს;
დ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის მდივანს;
ე)
უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო;
ვ)
ქმნის კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი საფუძვლებით;
ზ)
უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;
თ)
ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗.
კომისიის სამდივნო
1.
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2.
კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს სამდივნოს უფროსს და განსაზღვრავს სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას.
3.
სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისთვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:
ა)
კანდიდატის განცხადებებისა და დოკუმენტების მიღება, შენახვა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
ბ)
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მისი რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;
გ)
დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა;
დ)
კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება.
4.
კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 9🔗.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1.
საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად.
2.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 10🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
5.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 11🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
5.
საპრეტენზიო კომისიის მდივანს კომისიის წევრთაგან ნიშნავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას.
6.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
8.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება საპრეტენზიო განცხადების შემოტანის ვადის დასრულებიდან არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.