,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №1 |
|
2013 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 03.01.2012) დამტკიცებულ ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესში და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. C-ს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ R-ის ან/და P-ს ისეთი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს C-ს სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას საწვავის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ფასთან მიმართებაში.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 და 62 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „61. საბარათე სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდებისას, C უნდა იყოს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდების კალენდარული თვის განმავლობაში არსებული საშუალო არითმეტიკულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები. 62.არასაბარათე სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის გატანისას, C უნდა იყოს შესაბამისი მარკის საწვავის გატანის მოთხოვნის დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის არსებულ ფასზე მინიმუმ 0.1 ლარით (ათი თეთრი) ნაკლები.“. 2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. საბარათე სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდებისას, ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. არასაბარათე სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის გატანისას, ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდება ერთჯერადად გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|