საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2013
ძალის დაკარგვა 12.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.03.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №10
2013 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 მარტის №35 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გრიგოლ გიორგაძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
2.
სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სოციალური მომსახურების გაწევასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვას.
3.
სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით.
მუხლი 2🔗.
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
1.
სამმართველოს ამოცანებია:
ა)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
ბ)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახმარება, რათა მათ შეინარჩუნონ და დაამყარონ საზოგადოებასთან კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტაქტები;
გ)
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა განათლების, დასაქმებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა.
2.
სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) სოციალური განყოფილების საქმიანობის პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ)
დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;
გ)
დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაობისთვის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება;
დ)
დაწესებულების სოციალური განყოფილების თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და მისი საქმიანობის პროფესიული ზედამხედველობა და კოორდინაცია;
ე)
ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აგრეთვე, მათი ახლო ნათესავებისთვის კონსულტაციების გაწევა;
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განიხილვა და მათზე რეაგირება;
ზ)
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირება და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება;
თ)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რისკ ჯგუფების გამოვლენა, მათი დაუცველობის, აგრეთვე, თვითდაზიანებისა და სხვებისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით;
ი)
საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა პირადი და ოჯახური პრობლემების გადაჭრაში;
კ)
მსჯავრდებულების გათავისუფლების მომზადების პროცესში, მათი ოჯახში რეინტეგრაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიზნით, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევა;
ლ)
იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზის წარმოება, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში;
მ)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ განსაკუთრებული პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით, საქმისწარმოების განხორციელება;
ნ)
მსჯავრდებულთა მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;
ო)
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
პ)
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებების განსაზღვრა, საქმიანობის დაგეგმვა, პროექტების შემუშავება და მათ განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ)
მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში მსჯავრდებულთა საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა;
რ)
მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების საქმიანობის დაგეგმვა, მათ შესახებ პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ს)
დაწესებულების სოციალური განყოფილების მიერ მიწოდებული კვარტალური ანგარიშის განხილვა განხორციელებული მუშაობის შესახებ;
ტ)
კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ სტატისტიკის წარმოება;
უ)
სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ფ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
მუხლი 3🔗.
სამმართველოს უფლებამოსილებები
სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა)
ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან რეგულარული შეხვედრების განხორციელება დაწესებულებებში მათი მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის მიზნით;
ბ)
საჭიროების შემთხვევაში, მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრა, შიმშილობის მიზეზების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ ექპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მონაწილეობის მიღება;
დ)
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრთან თანამშრომლობა მსჯავრდებულების განთავისუფლების მომზადების პროცესში, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის მიზნით;
ე)
შესაბამის სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო და შრომით საქმიანობაში ჩასართავად, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ოჯახში რეინტეგრაციის, რესოციალიზაციისა და განმეორებითი დანაშაული პრევენციის მიზნით;
ვ)
დაწესებულების თანამშრომლების მომზადება/გადამზადების მიზნით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა;
ზ)
შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სფეროში კვლევების განხორციელების მიზნით;
თ)
იმ ორგანიზაციების საქმიანობაზე კოორდინაციისა და ზედამხედველობის გაწევა, რომლებიც ახროციელებენ სხვადასხვა პროგრამებს/პროექტებს ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაწესებულებებში;
ი)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამმართველოს მართვა და სტრუქტურა
1.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2.
სამმართველო ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში.
3.
სამმართველოს უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ)
მონაწილეობს სამმართველოში და დაწესებულებების სოციალურ განყოფილებებში დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის პროცესში;
გ)
აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
დ)
აბარებს ხელმძღვანელობას სამმართველოს მუშაობის ანგარიშს და წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამმართველოს მუშაობის განვითარების შესახებ;
ე)
დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ)
შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ)
ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
თ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.
სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
5.
სამმართველოს უფროს ჰყავს ორი მოადგილე.
6.
სამმართველოში საქმიანობას ეწევიან:
ა)
უფროსი სოციალური მუშაკები;
ბ)
სოციალური მუშაკები.
7.
მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილეების წინაშე.