განჩინება შპს ”მალი ჯგუფი”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13144-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/13144-12               

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლი ს   16 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი (კრედიტორი) – სს „ბანკი ქართუ”

წარმომადგენლები  –  დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე

კრედიტორები  –   1. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი  –   ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე  –   შპს „მალი ჯგუფი”

დირექტორი  –  ილია ანთაძე

 

მეურვე  –  აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი    ნათია სახოკია

მომრიგებელი საბჭოს წევრები  –  1. ზურაბ ბაბუხადია

                                                      2. ნანა გუგუნაშვილი

                                                   3. ნანა ამისულაშვილი

დავის საგანი  –   გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

                        

 მოთხოვნა  –  კრედიტორთა კრების მოწვევა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია    სს ,,ბანკი ქართუს’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ მოვალე შპს ”მალი ჯგუფის” მიმართ.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები ზურაბ ბაბუხადია, ნანა გუგუნაშვილი, ხოლო მესამე წევრად სასამართლოს მიერ დანიშნულ იქნა ნანა ამისულაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მომრიგებელი საბჭოს წევრების ზურაბ ბაბუხადიას, ნანა გუგუნაშვილისა და ნანა ამისულაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ”მალი ჯგუფის”  მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ”მალი ჯგუფის” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; 2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

  

დაადგინა :

1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2013 წლის 28 იანვარს, 12:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6, სხდომის დარბაზი № 29) შემდეგი დღის წესრიგით:

1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ”მალი ჯგუფის” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; 2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                    თამარ ჭუნიაშვილი