ამონაწერი შპს ”ნიუ ენერჯი”-ს კრედიტორთა პირველი კრების სხდომის ოქმიდან
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 14897-12
განჩინება
ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების სხდომის ოქმიდან
2013 წლი ს 16 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქ ო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
სხდომის მდივანი ირმა კვესალაძე
მოსამართლემ გახსნა მოვალე შპს „ნიუ ენერჯის ” კრედიტორთა პირველი კრება და განმარტა კრების დღის წესრიგის თაობაზე. კერძოდ, მოსამართლე აღნიშნავს, რომ კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების მოსმენა და ანალიზი (განხილვა); ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
სასამართლო აცხადებს ადგილზე თათბირით მიღებულ განჩინებას:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 4 და 8 იანვარს განცხადებებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა გიორგი თაყაძემ. ამ განცხადებებს მოწმეთა დაკითხვის ოქმებთან და სხვა დოკუმენტებთან ერთად თან ერთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორის მერაბ ჯერანაშვილის მიერ 2012 წლის 26 დეკემბერს შედგენილი დადგენილება იურიდიული პირის - შპს ”ნიუ ენერჯის” (ს/ნ 205026559) ბრალდებულად ცნობის შესახებ (იხ. ტ. მე-18, ს.ფ. 90-94, 291-343). აღნიშნული განცხადებებითა და მათზე თანდართული დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველო აწარმოებს №092261212002 სისხლის სამართლის საქმეს შპს ”ნიუ ენერჯის” (ს/ნ 205026559) სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით). ამასთან , დადგენილია, რომ შპს „ნიუ ენერჯი” ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იგივე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1074 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის სახით ლიკვიდაციის დანიშვნისას სასამართლო (გარდა ”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ნიშნავს ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს), რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირის ლიკვიდაციას, იურიდიული პირის ლიკვიდაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. თავის მხრივ, აღნიშნული წესი დადგენილია ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 141 მუხლით. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი (ლიკვიდატორი). ლიკვიდაციისას გამოიყენება ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. უნდა ითქვას, რომ ამ ნორმებში იგულისხმება ის წესები, რომელიც გათვალისწინებულია ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით და არეგულირებს გადახდისუუნარო სამეწარმეო სუბიექტის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებას. გაკოტრება, ისევე როგორც ლიკვიდაცია, იწვევს მოვალე საწარმოს გაუქმებას, მისი არსებობის შესახებ სამეწარმეო რეესტრში არსებული რეგისტრაციის გაუქმებას (იხ.”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლი).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში არსებობს შპს „ნიუ ენერჯის” მიმართ სალიკვიდაციო პროცედურების დაწყების შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობის რეალურად განხორციელების შემთხვევაში მოვალე შეწყვეტს არსებობას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მის მიმართ იმ სახის წარმოებათა განხორციელებას, რომელიც გათვალისწინებულია ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით და გულისხმობს მოვალის გაკოტრებას და ან რებილიტაციას.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესის შეჩერების ერთადერთ შემთხვევას. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილება არსებითად შეცვლის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შედეგს, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება მიიღოს მოტივირებული გადაწყვეტილება კრედიტორთა პირველი კრების ჩატარების თარიღის ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სარჩელზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 90 დღით გადატანის შესახებ. მართალია ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მოვალე იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გამო გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რებილიტაციის) საქმის წარმოების შეჩერებას, მაგრამ იგივე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა კანონის ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებს. ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება (იხ.”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი).
კანონიერ ძალაში შესული ისეთი განაჩენის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს შპს ”ნიუ ენერჯის” ლიკვიდაციით მსჯავრდებას, მოვალე შპს ”ნიუ ენერჯი” დაკარგავს იმ ლეგიტიმურ (კანონიერ) ინტერესს, რომლის დაცვის მიზანსაც ემსახურება გადახდისუუნარობის პროცესი და მოვალესთან მიმართებით გათვალისწინებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით. ხოლო რაც შეეხებათ კრედიტორებს, ისინი კვლავ ინარჩუნებენ მოთხოვნების დაკმაყოფილების უფლებას, რადგან ლიკვიდაციის პროცესიც, მსგავსად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესისა, ემსახურება მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზანს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ის წინაპირობა, რომელიც იძლევა კანონის ანალოგიის გზით განსახილველი შემთხვევის დასარეგულირებლად „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენების და ამ ნორმის საფუძველზე 90 დღემდე ვადით პირველი კრედიტორთა კრების გადატანის შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-12, 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნიუ ენერჯის” (ს/ნ 205026559) 2013 წლის 16 იანვრის პირველი კრედიტორთა კრება გადაიდოს და მისი ჩატარება გადატანილ იქნას 2013 წლის 12 აპრილისათვის, 11 :00 საათზე. აღნიშნული კრება ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. № 6, დარბაზი № 2).
2. კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს” ვებ.გვერდზე არაუგვიანეს 2013 წლის 25 იანვრისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე ც.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის იმ მხარეებს და ან ამ პროცესით დაინტერესებულ იმ პირებს, რომლებიც ესწრებოდნენ განჩინების გამოცხადებას, უფლება აქვთ განჩინება გაასაჩივრონ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გამოცხადებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. ხოლო იმ პირებს (მხარეებს და ან დაინტერესებულ პირებს), რომლებიც არ ესწრებოდნენ განჩინების გამოცხადებას, უფლება აქვთ იგივე წესით გაასაჩივრონ განჩინება მისი გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე: / ბესიკ სისვაძე /
სხდომის მდივანი: /ირმა კვესალაძე/