საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.01.2013
ძალის დაკარგვა 18.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.038.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი სოზარ სუბარი | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება
№13
2013 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველის კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №9 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის (შემდგომში - სამინისტროს აპარატი), სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა (შემდგომში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში - საჯარო სამართლის იურიდიული პირები) მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს.
2.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ამ წესით დადგენილი პროცედურების ეფექტური და სრულყოფილი შესრულება, აწარმოოს მონიტორინგი მათ შესრულებაზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
დაწესებულება - სამინისტროს აპარატი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
ბ)
დაწესებულების ხელმძღვანელი - სამინისტროს აპარატის შემთხვევაში - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურისთვის - სამსახურის დირექტორი, სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისთვის - სასწავლო ცენტრის დირექტორი, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის - სააგენტოს უფროსი;
გ)
სტრუქტურული ქვედანაყოფი - სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის ქვედანაყოფები, იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები, სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები.
მუხლი 3🔗.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრინციპები
კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗.
კონკურსისა და ატესტაციის მიზანი
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მიზანია:
ა)
ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;
ბ)
მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
გ)
მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
დ)
საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ე)
მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ვ)
მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ზ)
მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
თ)
მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 5🔗.
კომისიის შექმნა და ფუნქციები
1.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით თითოეულ დაწესებულებაში დამოუკიდებლად იქმნება კომისია.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქციებია:
ა)
პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და პირადი შესაძლებლობების შეფასების პროცედურის წარმართვა;
ბ)
თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 6🔗.
კომისიის შემადგენლობა
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
კომისიის თავმჯდომარეს დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3.
კომისიის შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4.
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5.
კომისიის მდივანს კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას.
6.
კომისიაში შესაძლებელია შედიოდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომისიაში ასევე, უნდა შედიოდეს ერთი წარმომადგენელი სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან.
7.
მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი კონკურსი/ატესტაცია.
მუხლი 7🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1.
კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.
2.
კომისიის თავმჯდომარე:
ა)
განსაზღვრავს კომისიის წევრთა შემადგენლობას და ნიშნავს კომისიის წევრებს;
ბ)
წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
გ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს;
დ)
კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის მდივანს;
ე)
უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო;
ვ)
ქმნის კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი საფუძვლებით;
ზ)
უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;
თ)
ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 8🔗.
კომისიის სამდივნო
1.
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2.
კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს სამდივნოს უფროსს და განსაზღვრავს სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას.
3.
სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისთვის საჭირო ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:
ა)
კანდიდატის განცხადებებისა და დოკუმენტების მიღება, შენახვა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
ბ)
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მისი რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;
გ)
დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა;
დ)
კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება.
4.
კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 9🔗.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1.
საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად.
2.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 10🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
5.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 11🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
5.
საპრეტენზიო კომისიის მდივანს კომისიის წევრთაგან ნიშნავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას.
6.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
8.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს გამოხატოს განსხვავებული აზრი და დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება საპრეტენზიო განცხადების შემოტანის ვადის დასრულებიდან არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
თავი III
კონკურსი
მუხლი 12🔗.
კონკურსის გამოცხადება
1.
კონკურსს საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.
2.
შეტყობინება კონკურსის შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე დაწესებულების ვებგვერდზე, პრესითა და ტელევიზიით.
3.
შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა)
დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს და რაოდენობას;
ბ)
კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები);
გ)
შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოვალეობებს;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე)
კომისიის მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ვ)
აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას.
4.
კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ცხადდება და ტარდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
5.
კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებს შესაბამისი დაწესებულება.
მუხლი 13🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2.
კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10 - დღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან.
მუხლი 14🔗.
მოთხოვნები, რომელიც წაეყენება კანდიდატს
1.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
2.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.
3.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 15🔗.
კონკურსზე გამოცხადების წესი
კანდიდატი კონკურსზე დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. დაგვიანების შემთხვევაში, მხოლოდ კომისიის თანხმობით.
თავი IV
კონკურსის ჩატარების პროცედურა
მუხლი 16🔗.
კონკურსის ეტაპები
1.
კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა)
წერითი დავალება;
ბ)
სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ)
გასაუბრება.
2.
კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
4.
დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, კონკურსის ერთ-ერთ ეტაპად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კანდიდატის თეორიული სწავლება სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის შესაბამისი სასწავლო პროგრამით.
5.
თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ კანდიდატს უტარდება ტესტირება სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად.
მუხლი 17🔗.
კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1.
კომისია საკონკურსო ეტაპის/ეტაპების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს.
2.
კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3.
კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად.
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5.
კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. კანდიდატის შედეგები კონკურსის ეტაპების მიხედვით ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კონკურსანტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.
მუხლი 18🔗.
ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ასევე თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი V
მოხელის ატესტაცია
მუხლი 19🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1.
ატესტაციას ექვემდებარება:
ა)
მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ)
მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ)
კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2.
მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.
მუხლი 20🔗.
ატესტაციის დრო
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის ჩატარების გრაფიკის, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 21🔗.
ატესტაციის ჩატარების წესი
1.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი წარადგენს მოხელის დახასიათებას (დანართი №1) დაწესებულების სამსახურში, რომელიც უზრუნველყოფს საკადრო საკითხებს.
2.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3.
ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს დაწესებულების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საკადრო საკითხებს.
4.
ატესტაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა)
სხვადასხვა სახის ტესტირება;
ბ)
წერითი დავალება;
გ)
გასაუბრება.
5.
ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
6.
მოხელესთან გასაუბრებას შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სადაც დასაქმებულია პირი.
7.
გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.
8.
ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 22🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1.
ატესტაციისას გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-10 მუხლით.
2.
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ)
ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ)
მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
3.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის შედეგები
1.
კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.
3.
ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2).
4.
მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ დღეში და ხელს აწერს მას.
5.
ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.
6.
დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.
7.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
მუხლი 24🔗.
კონკურსისა და ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
კონკურსისა და ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.