„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №6

2013 წლის 15  იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დად­გენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონო­მი­კუ­რი პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სა­ხელ­მწი­ფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვი­თარე­ბა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრო­ნუ­ლი კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნო­ლოგიები; ფოსტა; ტრანსპორტი; სტანდარტიზაცია და მეტრო­ლოგია; აკრედი­ტა­ცია.”;

ბ)  მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლი­ტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება; საზღვარ­გარეთის ქვეყნებთან, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრო­ბათა­შორი­სი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარა­კებე­ბის კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს სავაჭ­რო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; საერთა­შორი­სო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელო­ვანე­სი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებ­თან თანამშრომლობა; “;

ბ.ბ) „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;”;

ბ.გ)  „ქ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. მე-6 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართვე­ლოს კანონმდებლობის შესრულებისათვის;”;

ბ) „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრე­ბულ სხვა ამოცანებს;”.

4. მე-9 მუხლის:

ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – სა­ხელ­­მწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა. პრივატი­ზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ხელშეწყობა; პრივატი­ზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, წინადადებების მომზადება შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე; პრივატიზებასა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება;”;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი - ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების ამსახველი პერიოდული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკის დარგების ანალიზი; შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი; კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება სამეწარმეო გარემოს რეგულირებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით; სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მეწარმეებთან დიალოგის წარმოება, მათთან პერიოდული შეხვედრებისა და გამოკითხვების ორგანიზების საშუალებით სამეწარმეო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება; “;

გ) „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;”;

დ) „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს სამართალშე­მოქმედე­ბითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებ­ში შესრულება და შესრულების კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი  აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; მოქალაქეთა, იურიდიულ და სხვა პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის  ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას;”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი