,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2013 წლის 24 იანვარი ქ. ახმეტა
|
,,მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებების უფროსებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან (სპეციალისტებისაგან), რომელთა საშტატო რიცხოვნობა და თანამდებობათა დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება.“.
,,1. სამსახური ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ორგანიზაციულ, სამართლებრივ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას.“.
,,მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ქონების მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
გ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას, ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას და მოვლა-პატრონობას;
ე) სხვა ფუნქციების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და გამგებლის დავალებების შესაბამისად.
2. იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონსულტირებას იურიდიულ საკითხებში, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან;
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
დ) სხვა ფუნქციების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და გამგებლის დავალებების შესაბამისად.“.
,,ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; გამგებლის დავალებით ამზადებს სამართლებრივ დასკვნას გამგეობის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებზე;“.
|