ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.01.2013
ძალის დაკარგვა 10.12.2015
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.12.2015
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2013 წლის 24 იანვარი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №23 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 02/03/2012, 010260020.35.162.016108).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახურის საშტატო ერთეულები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქ. №49.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან (სპეციალისტებისაგან), რომელთა რიცხოვნობა და თანამდებობათა დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის თაობაზე შეთანხმების საკითხის შესწავლასა და შესაბამისი პროექტის მომზადებას, არსებული ტურისტული ობიექტების კოორდინირებას;
ბ) რეკომენდაციების, წინადადებების მომზადებას ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე;
გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ურთიერთობის კოორდინაციას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზებას;
ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებას და მიწოდებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, გამგეობის წინამდებარე დებულების და გამგებლის დავალებით სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ამ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის და განსაზღვრავს მათს თანამდებობრივ მოვალეობებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევისა.
2. გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით.