„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/328
2012 წლის19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-19 მ უხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ზუგდიდის რაიონული ს ასამართლო
1. შეიქმნას ზუგდიდის რაიონული სასამართლო.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტ ებ ის ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.
4. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 3 მოსამართლით, რომელ თაგან:
ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებ ს მესტიის მუნიციპალიტეტში;
ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებ ს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში;
გ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.“.
2. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 48 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. ცაგერის რაიონული ს ასამართლო
1. შეიქმნას ცაგერის რაიონული სასამართლო.
2. ცაგერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტ ებ ის ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. ცაგერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 3 მოსამართლით.
4. ცაგერის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომ ე ლიც უფლებამოსილებას განახორციელებ ს ლენტეხის მუნიციპალიტეტში.“.
6. 49-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ცაგერისა და ხელვაჩაურის რაიონული, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“.
8. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 6211 მუხლი:
„მუხლი 6211. ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები
1. 2012 წლის 21 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 21 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ზუგდიდის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;
ბ) განხორციელდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
2. 2012 წლის 21 დეკემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ცაგერისა და ლენტეხის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 21 დეკემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ცაგერის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;
ბ) განხორციელდეს ცაგერის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ცაგერის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
3. მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 21 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 21 დეკემბრიდან გადაეცეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ლენტეხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 21 დეკემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ცაგერის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ლენტეხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 21 დეკემბრიდან გადაეცეს ცაგერის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.“.
მუხლი 2.
1. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 20 ნოემბრიდან .
2. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 21 დეკემბრიდან .
საქართველოს იუსტიციის ვალერი ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი