კანონის მიზანია:

ა) საქართველოს უფლებების, ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საზღვაო სივრცეში;

ბ) შავი ზღვის მშვიდობიანი მიზნით გამოყენება, შავიზღვისპირა და სხვა უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება;

გ) ნაოსნობის გაადვილება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) შავი ზღვის გარემოს დაცვა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ე) სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა და შავი ზღვის რესურსების რაციონალურად გამოყენებ