საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ საქართველოს შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი არიან:
ა) გაუგზავნონ შეკითხვა და მიიღონ პასუხი, თუ გემი ეჭვმიტანილია მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევაში;
ბ) წინადადება მისცენ გემს შეიცვალოს კურსი, თუ იგი მიემართება იმ რაიონისაკენ, სადაც ნაოსნობა აკრძალულია;
გ) გააჩერონ გემი და დაათვალიერონ იგი, ან ჩაუტარონ ინსპექტირება და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტი;
დ) მიიღონ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ;
ე) დააკავონ გემი და მიაცილონ იგი საქართველოს უახლოეს ნავსადგურში, გადასცენ გემის მიერ ჩადენილი დარღვევის მასალები საგამოძიებო ორგანოებს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოში გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს;
ვ) აკრძალონ გემის შესვლა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე, თუ გემი ან მისი ტვირთი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან ზღვის ცოცხალ რესურსებს;
ზ) აკრძალონ გემის ნავსადგურიდან გასვლა, თუ გემის ტექნიკური მდგომარეობა ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს;
თ) თუ უცხო ქვეყნის გემი არ ემორჩილება საქართველოს შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებს და წინააღმდეგობას უწევს მათ დაკავების დროს, ამ ორგანოებს უფლება აქვთ მიმართონ იძულების ხერხებს, მათ შორის, დადგენილი წესით გამოიყენონ იარაღ