დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2013
ძალის დაკარგვა 05.09.2016
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 212 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2013 მიღება
05.09.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2013 წლის 23 იანვარი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს კანდიდატისათვის გამგებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები 1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 65 წლის ასაკამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელწიფო ენას. 2.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი პირები. მუხლი 2🔗. დამატებითი მოთხოვნები პროფესიული ცოდნის და გამოცდილების სფეროში 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 2.კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს მენეჯერულ (ხელმძღვანელ) თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 3.კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და " საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის სათანადო ცოდნა.  4.კანდიდატს უნდა გააჩნდეს საკუთარი ხედვა თვითმმართველი ერთეულის განვითარების და არსებული  პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ. მუხლი 3🔗. დამატებითი მოთხოვნები ზოგადი პროფესიული უნარების სფეროში 1.  კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. 2. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer)  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 4🔗. დადგელილების  ძალაში  შესვლა  ეს დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავესაკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი