⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.07.2014)
გაუქმებულია:

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2013
ძალის დაკარგვა 10.07.2014
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.152.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 415 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2013 მიღება
10.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის დროებითი შენობა-ნაგებობების და შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2013 წლის 23 იანვარი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტის, “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლებისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗   დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი (დანართი #1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს “დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის #46  დადგენილება. მუხლი 3🔗     ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი                                  დანართი №1 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობების განთავსება/მშენებლობის წესი მუხლი 1🔗. 1. „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – მთავრობის დადგენილება)  65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, შესაძლებელია დუშეთის ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა. 2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს: ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნეგებობების მესაკუთრეთა ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა?; ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.    მუხლი 2🔗 1.დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისათვის/მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) თუ განთავსება/მშენებლობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს: ა) საერთაშორისო დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში; ბ) შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების ღერძულა ხაზიდან 20 მეტრიან    ზონაში; გ)  თუ ქალაქებსა და დაბებში ასაშენებელი შენობა-ნაგებობების ფასადი არის განთავსებული ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალო მომიჯნავედ (გარდა იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან); დ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში; ე) სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში.     მუხლი 3🔗 ამ წესის პირველი და მეორე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და შეღავათები ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე. მუხლი 4🔗  ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.