დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.01.2013
ძალის დაკარგვა 06.02.2015
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 280070120.35.152.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 31.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2013 წლის 23 იანვარი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში.
მუხლი 2🔗.
სამედიცინო მომსახურების სახეები
1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები;
ბ) სტაციონარული მკურნალობა;
გ) მედიკამენტების შეძენა;
დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტიდან სხვა, ნებისმიერ საავადმყოფოში გადაყვანის ხარჯები.
მუხლი 3🔗.
მომსახურების დაფინანსების წესი
1. დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარების გაწევასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრაზე.
2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.
3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება გამგეობის იმ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი(რწმუნებული), რომლის სამოქმედო ტერიტორიიდანაც არის წარდგენილი განცხადება დახმარების თაობაზე.
4. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: პ/მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი, შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, შესასრულებელი სამუშაოს კალკულაცია და ანგარიშ-ფაქტურა.
6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას, განმცხადებლისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თაობაზე.
7. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის ოქმს თან ერთვის განხილული დოკუმენტაცია, ოქმი საბოლოო სახით, თანდართული დოკუმენტაციით ინომრება და იკინძება, რომლის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.
10. კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე.
მუხლი 4🔗.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. სამედიცინო მომსახურების ღირებულება დუშეთის
მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) 500 ლარამდე – 100% -მდე;
ბ) 500 ლარიდან 1000 ლარამდე – 70% - მდე;
გ) 1000 ლარიდან 3000 ლარამდე – 55% - მდე;
დ) 3000 ლარიდან 5000 ლარამდე - 35 % -მდე;
ე) 5000 ლარიდან ზევით 25% –მდე.
2. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა.
3. მოსარგებლე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც წარადგენს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში.
4. კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ:
ა) ონკოლოგიური ავადმყოფები.
ბ) მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები (3 და მეტი არასრულწლოვანი შვილებით);
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი);
დ) მარტოხელა და 80 წელს გადაცილებული მოხუცები;
ე) ოჯახები, რომელთა შემადგენლობიდან ყველა წევრი უმუშევარია და არც ერთ წევრს შემოსავალი არ გააჩნია;
ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;
5. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირერებული მოქალაქეებისათვის, მშობიარობის ხარჯები დაფინანსდეს 500 (ხუთასი) ლარამდე.
6. სიცოცხლისასთვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%–მდე დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
7. წარსადგენი საბუთები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, დამოწმებული შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშფაქტურა, კალკულაცია და ფორმა №IV-100/ა.
მუხლი 5🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარის ოდენობით ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტირებული (კოდი _400)
გარდაცვლილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა (kodi -100) სარიტუალო მომსახურება.
ბ). ვეტერანის მოწმობის მიხედვით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა (კოდი–300) სარიტუალო მომსახურება;
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ). განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ). გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები
მუხლი 6🔗.
ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ კატეგორიის ომის ვეტერანებს ან მათ ოჯახებს:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში (აფხაზეთი/სამაჩაბლო) დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებზე;
გ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე მებრძოლებზე და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებზე;
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კონტინგენტსა და მათი საბანკო (საპენსიო) ანგარიშების რეკვიზიტებს აზუსტებს მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემათ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს, ,,ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს - 2 ივლისს, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტით გასაზღვრულ ბენეფიციარებს _ 8 აგვისტოს.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
ხანძრისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება
1. ამ მუხლის შესაბამისად დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელ სახლს სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა.
2. ხანძრისა და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლს ხანძარმა ან სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო ან/და სხვა კომპეტენტური დაწესებულებიდან, მათ შორის სტიიქით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა _ ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ (ასეთი კომისიის არსებობის შესახებ);
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 8🔗.
ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომრლთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი.
2. უხუცესებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ ასი ლარის ოდენობით.
3. დახმარება გაიცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ან ოჯახის (უფლებამოსილი პირის)? წევრის განცხადების საფუძველზე, რასაც თან დაერთვის განმცხადებლი პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში მისი პირადი ანგარიშის ან საპენსიო ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 9🔗.
უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება
1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 110 (ასათი) პირის დღეში ერთჯერ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.
2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტით.
მუხლი 10🔗.
ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი დახმარება
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ერთჯერადი დახმარების სახით, ფულადი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 200(ორასი) ლარამდე ფინანსური დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს:
ა) დროებით უმუშევრებს;
ბ) მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასევე მოქალაქეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 57 000 – ზე მეტი სარეიტინგო ქულა;
გ) მიუსაფარებს, მარტოხელა დედებს (რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი);
დ) დიაბეტით და რევმატიული დაავადების მქონე მოქალაქეებს;
ე) I და II ჯგუფის ინვალიდებს და უსინათლო პირებს;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე);
ზ) დიალეზის პრეპარატზე დამოკიდებულ პირებს რომლებიც არ არიან ჩართული სახელმწიფო პროგრამაში);
თ) ონკოლოგიური დაავადების პირებს;
ი) ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე პირებს;
კ) მრავალწევრიან (ხუთი და მეტი) ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ;
ლ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის –პირებს, რომლებმაც ითავესმიცვალებულის დაკრძალვა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენებიციარებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად (წელიწადში ერთხელ).
3. წარსადგენი საბუთები:
ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ დამოწმებული.
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ _ ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა,/50), ხოლო ,,ლ” ქვეპუნქტის შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებული) მოხსენებითი ბარათი და გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა;
დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
მუხლი 11🔗.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით აფთიაქებში თანხის გადარიცხვა
1. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეები მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 100 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ:
ა) ეპილეფსიით დაავადებულები;
ბ) პარკინსონით დაავადებულები;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლთა ოჯახებსაც მინიჭებული აქვთ 0დან –100 000–მდე სარეიტინგო ქულა;
2. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მოქალაქის განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ დამოწმებული.
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #IV-100/ა,) და კალკულაცია
მუხლი 12🔗.
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში _ სამსახური).
2. სამსახური ასევე უზრუნველჰყოფს სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებას.
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში _ კომისია), ხოლო შემოსულ დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 13🔗.
კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4. კომისის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა თარიღის თაობაზე შეასაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
მუხლი 14🔗.
პროგრამის განხორციელების შედეგი
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 15🔗.
კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომრლსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.
მუხლი 16🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნის, ოქმის და მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილის საფუძველზე.
მუხლი 17🔗.
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან
1. საორგანიზაციო ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსხარური;
2. საფინანსო ნაწილში _ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.