სს „პირიმზის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება ,,პირიმზის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2013 წლის 13 თებერვალს 16 საათზე ქ. თბილისში,ვ. ვეკუას ქ. 3-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება ,,პირიმზის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სს ,,პირიმზის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 13 იანვარი.
დღის წესრიგი:
1. 2012 წლის ფინანსური ანგარიშის შეფასება- დამტკიცების შესახებ.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ.
3. მესამე პირების მიმართ აღებული ვალდებულებების შესახებ.
4. სხვადასხვა.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექცია რეკომენდაციას უწევენ, რომ აქციონრებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან სს ,,პირიმზის” აქციონრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში 2013 წლის 13 იანვრის 18 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ კრებამდე 10 დღის განმავლობაში სს ,,პირიმზის” რეგისტრატორთან, შპს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქ. 11, ტელ. 2225351
დირექტორი ც.გობეჯიშვილი