გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.01.2013
ძალის დაკარგვა 25.07.2014
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.166.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2013 წლის 23 იანვარი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების მეორე მუხლი, არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფარსტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, არქიტექტურის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტეტქტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში სამსახური) წარმოადგნს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, მიწის რესურსების, ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესის განვითარების და არქიტექტურული საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში.
2. დებულება განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი წარწერით ,,არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“
მუხლი 2🔗.
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის მომზადება და მისი შესრულების კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებისა და პროექტების მომზადება, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება, ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა.
ბ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების, ადგილობრივი საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება, პროგრამების შედგენა და მათი განხორციელების კოორდინაცია.
გ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ წინადადებების მომზადება.
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვის და მიწათსარგებლობის დაგეგმვის შესახებ წინადადებების შემუშავება, თვითმმართველი ერთეულის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ წინადადებების მომზადება.
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის რესურსების მართვისათვის პროექტების და წინადადებების მომზადება.
ვ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენაზე წინადადებების შემუშავება.
ზ) გარე განათების, წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის შესახებ წინადადებების მომზადება.
თ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვის, მშენებლობის და განვითარებისათვის საჭირო წინადადებების მომზადება.
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვების გაცემა, აგრეთვე მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებაზე სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი აქტის გამოსაცემად შესაბამისი დოკუმენტების გამგებლისათვის წარდგენა
კ) კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი განკარგვის მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსაცემად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება. აგრეთვე აუქციონის ორგანიზებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება.
ლ) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების) მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების შეთანხმება. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შემავალი დასახლებების, საკომუნიკაციო საშუალებების: გზებისა და ხიდების მშენებლობის საპროექტო წინადადებების შემუშავება.
მ) ბინათმესაკუთრეთა ამგანაგობების აღრიცხვა. მრავალბინიანი საცხოვრებელი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობებისა და საზღვრების დადგენა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სააგიტაციო განმარტებითი მუშაობა მესაკუთრეებთან, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ტექნიკური პასპორტებისა და მრავალბინიანი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშესაწყობად პროგრამების შემუშავება.
ნ) ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში რამდენიმე სადარბაზოს ან/და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნებისათვის თანხმობის მისაცემად შესაბამისი წინადადებების შემუშავება
ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობისა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
2. სამსახური რეალიზაციას ახდენს მისთვის უფლებამოსილებით მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აგრეთვე კურირებას ახდენს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ყველა იმ პროცესებზე რომელიც მისი საქმიანობის ფუნქციებიდან გამომდინარეობს და არ განეკუთვნება გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებას.
3. სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები, საწარმოების წარმომადგენლები, დააყენოს საკითხი სპეციალისტის და ექსპერტის მოსაწვევად განსახილველ საკითხზე განმარტების ან/და დასკვნის მიღების მიზნით.
მუხლი 3🔗.
სამსახურის მართვა, ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და გამგებლის წინაშე პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლის შესახებ.
გ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს პერიოდულად აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
თ) გამგეობის დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს მოსამსახურეთა სამუშაო გეგმას.
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;
2. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) წარუდგინოს ხელმძღვანელს წინადადებები მათი სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
ბ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით.
გ) მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები.
დ) სამსახურის უფროსის წინასე დასვას საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ.
ე) დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებით.
ვ) ისარგებლოს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:
ა) ზუსტად შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობისა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობა.
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები.
გ) იმუშაოს თავისი პროფესიული დონის ასამაღლებლად.
დ) შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესის მოთხოვნები.
ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
ვ) შეასრულოს სამსახურში საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
თ) დაიცვას ქცევისა და ეთიკის ნორმები.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, აგრეთვე, სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.