გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.01.2013
ძალის დაკარგვა 21.01.2014
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 040170050.35.166.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2013 წლის 23 იანვარი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი თანდართული სახით (თან ერთვის);
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. შენობა–ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.
2. შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა–ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით:
ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2
სადაც:
ქ(წ) - არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა;
მნ - არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს:
ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის - 7,02 ლარს;
ბ) შუალედური ზონისათვის - 5,40 ლარს;
გ) პერიფერიული ზონისათვის - 3,78 ლარს;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის - 2.7 ლარს.
ქფ _ არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი.
ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს
ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის - 1,2 ლარს;
ბ) შუალედური ზონისათვის - 1,0 ლარს;
გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,7 ლარს;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის - 0.5 ლარს.
LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს - 0,45;