საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.01.2013
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 300030000.57.069.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,019 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2013 მიღება
20.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტატო ურჯუმელაშვილი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №3 2013 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“.  მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების  წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 20​2 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ეს წესი ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის (შემდგომში – საბეჭდი ქაღალდი) სახელმწიფო შესყიდვაზე. იმ შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება,  საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადების მიზნით შეუძლია მიმართოს გამარჯვებულ მიმწოდებელს. 3. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, რომლებზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საბეჭდი ქაღალდის  შესყიდვაზე. 4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას. 5. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 2🔗. ინტერესთა კონფლიქტი სატენდერო წინადადების განხილვასა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები. მუხლი 3🔗. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება 1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით. 2. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას და მისი  სისტემაში განთავსებას  უზრუნველყოფს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 3. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო. 4. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება სატენდერო კომისიის მიერ. 5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა და მიმწოდებლების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა. 6. სატენდერო წინადადების შეფასება და გამარჯვებული  მიმწოდებლის გამოვლენა ხდება ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗. სატენდერო მოთხოვნები და სატენდერო დოკუმენტაცია 1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 19​1 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 200 ლარი. 2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით. მუხლი 5🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა 1. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა იმართება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ერთეულის ფასზე. 2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.   3. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. 4. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს შესასყიდი საბეჭდი ქაღალდის საორიენტაციო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს საბეჭდი ქაღალდის მიწოდებაზე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იმ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადით. მუხლი 6🔗. გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენა 1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით. 2. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მიმწოდებელი, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს. 3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. 4. კონსოლიდირებულ ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადება, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სატენდერო კომისიის მიერ დაუშვებლად იქნება ცნობილი, რაც გამოიწვევს აღნიშნული წინადადების წარმდგენი მიმწოდებლის დისკვალიფიკაციას. 5. კონსოლიდირებული ტენდერიდან მიმწოდებლის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მიმწოდებლის წინადადების ფასი  მნიშვნელოვნად აღემატება დისკვალიფიცირებული მიმწოდებლის წინადადების ფასს, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს კონსოლიდირებული ტენდერი. მუხლი 7🔗. გამარჯვებულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება 1. კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.   2. გამარჯვებული მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. იმ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან/და უკვე დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამარჯვებულმა მიმწოდებელმა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით უნდა მიმართოს სატენდერო კომისიას, რაზეც სატენდერო კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ  ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბეჭდი ქაღალდის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში  განახორციელოს ანგარიშსწორება გამარჯვებულ მიმწოდებელთან. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნული დასაბუთებული უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.  4. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც   სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სხვა მიმწოდებლისაგან საბეჭდი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, მიმართავს სატენდერო კომისიას შესაბამისი დასაბუთებით. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საბეჭდი ქაღალდის შესყიდვა ხორციელდება კანონის 10 ​1 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად  შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. 6. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგად გამარჯვებულ მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) საბეჭდი ქაღალდის  საორიენტაციო ღირებულების 5%-ის ოდენობით.  7. ამ მუხლის  მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა მიმწოდებლისგან საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის საკითხი წყდება კანონის 10 ​1 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. საბეჭდი ქაღალდის მიწოდების გეოგრაფიულ არეალთან, ტრანსპორტირების ხარჯებსა და საბეჭდი ქაღალდის მიწოდების პერიოდულობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით. 9. სატენდერო კომისიის სახელზე კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული შეტყობინებები შესაძლებელია გაიგზავნოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.