საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 433-ე და 434-ე მუხლებში სიტყვები „20 იანვრიდან“, ხოლო 436-ე მუხლში სიტყვები „20 იანვრამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „15 მაისიდან“ და „15 მაისამდე“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი,                  №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 680-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „20 იანვრისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „15 მაისისათვის“, ხოლო სიტყვები „1999 წლის 20 იანვრამდე“ – სიტყვებით „ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე“.

2. 681-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „1999 წლის 20 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 15 მაისიდან“.

III. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,  19 ნოემბერი, 1996) მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს მთავრობის წევრის – მინისტრის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საერთო სასამართლოს მოსამართლის“.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1773–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18256/