შპს „ბათოილი“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/1252
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ბათოილი“

(ს/კ 245571224)

გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

(საქმე 2/1252)

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება

2012 წლის 20 დეკემბერი

მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობა:

1.      დოდო გვენეტაძე

2.      გია კუბლაშვილი

3.      ზაზა ლომიძე

მომრიგებელი საბჭო , რომელიც შეიქმნა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: (1) გაკოტრების შესახებ; (2)  რეაბილიტაციის შესახებ; (3) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ.

შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებადმომრიგებლი საბჭოს წევრებმა მოიძიეს ინფორმაციები და შეისწავლეს საქმესთან დაკავშირებული წერილობითი დოკუმენტაცია. მომრიგებელი საბჭოს სხდომაზე მოწვეულ იქნა ყველაზე მსხვილი კრედიტორი სს „ბანკი ქართუ“. მომრიგებელმა საბჭომ მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ინფორმაცია:

1.სასამართლოს მიერ საქმეში აღიარებულია კრედიტორების მოთხოვნები, მათ შორის: სს „ბანკი ქართუ“ 21 505 875.74 ლარით, სსიპ შემოსავლების სამსახური 6 441 893 ლარით, შ.პ.ს „კუმისი XXI” 63 050.90 ლარით, შპს „კავკასუს ონლაინი“ 295.50 ლარით და სხვ.

2. მოვალე შპს „ბათოილმა“ (ს/კ 245571224), სს „ბანკ ქართუს“ 2012 წლის 16 ნოემბერს მისწერა წერილი, სადაც მოვალე აცხადებს მზაობას ვალის დასაფარად.

3. კრედიტორ სს „ქართუ ბანკის“ მიერ მიწოდებული წერილის თანახმად შპს „ბათოილის“ გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს შპს „ბათოილის“ საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებების განხორციელების ფაქტი.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება შემდეგი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა შესაძლებელია ამოღებულ იქნეს კრედიტორთა რეესტრიდან, ხოლო არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უმსხვილესი კრედიტორი“ სს „ბანკი ქართუ“ დააკმაყოფილოს მოვალემ.

გამომდინარე იქედან, რომ:

●გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მიზანია კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა.

●საქმის გაკოტრებით დამთავრება ხელს შეუშლის დაწყებული პროცესების სრულყოფილად დასრულებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოვლენას და კრედიტორების დაკმაყოფილების მიზნით გადადგმული ნაბიჯების განხორციელებას, რაც თავისთავად არ დააზიანებს კრედიტორების ინტერესებს. გაკოტრების შემთხვევაში კრედიტორების ინტერესები იმითაც დაზიანდება, რომ ვინაიდან მოვალეს ამ ეტაპზე არანაირი ქონება არ გააჩნია, კრედიტორების მოთხოვნა დარჩება დაუკმაყოფილებელი, ხოლო მოვალე ამოიშლება სამეწარმეო რეესტრიდან.

დოდო გვენეტაძე

გია კუბლაშვილი

ზაზა ლომიძე

●საქმის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასაყვანად არ არსებობს საფუძვლები, რადგან მოვალეს არ გააჩნია არც ფულადი რესურსები და არც ქონება.

●გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. ზემოაღნიშნული გარემოებების ზუსტად დადგენა ემსახურება როგორც მოვალის, ისე კრედიტორების ინტერესების დაცვას. გარდა ამისა ამ გარემოებათა დადგენა აღმოფხვრის გადახდისუუნარობის საფუძვლებს.

●გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.“ მართალია, ამ ეტაპისათვის გადახდისუუნარობის საფუძვლები ჯერ არ არის აღმოფხვრილი, მაგრამ ყველა გარემოება ამისაკენ მიუთითებს.

●თანახმად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა, კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს. იმისათვის, რომ კანონის მიზნები განხორციელდეს, ყველა გარემოება და პროცესი სრულყოფილად იქნეს მიყვანილი ბოლომდე და ამით ხელი შეეწყოს მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერ დაცვას, მომრიგებელი საბჭო თავს თვლის უფლებამოსილად კანონის ანალოგიით გამოიყენოს 34-ე მუხლის პირველი პუნქტში მითითებული გადახდისუუნარობის შეწყვეტის მეორე საფუძველი.

●საქმის შეწყვეტა არ გამოიწვევს ზიანის დადგომას არც ერთი მხარისათვის, ვინაიდან მოვალეს არ გააჩნია ქონება. პირიქით, ჩნდება შესაძლებლობა უფრო უკეტესი შედეგი მივიროთ, ვიდრე გაკოტრების შემთხვევაში კრედიტორების მოთხოვნების შეუსრულებლობა და მოვალის ამოშლა მეწარმეთა რეესტრიდან

მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კრეტორებისა და მოვალის ინტერესების თანაზომიერი გაცვის მიზნით, შეწყდეს შპს „ბათოილის“ (ს/კ 245571224) გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

დანართები:

1.      შპს „ბათოილის“ წერილი:

2.      საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი.

დოდო გვენეტაძე

გია კუბლაშვილი

ზაზა ლომიძე