„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №03/ნ

2013 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ: 1233; სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ N2-ში  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლას დაემატოს საშუალო საფეხური.

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 37-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„37

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის  მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა

სოფელი ლეციცხვაიე

დაწ-საბ-საშ.

                       “.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი