„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ქვეპუნქტში სიტყვების „გათვალისწინებული საქონლის“შემდეგ ფრჩხილებში მოცემული სასაქონლო ნომენკლატურის კოდები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„(გარდა 8415, 8418, 8422 11 000, 8422 19 000, 8423 10 100, 8423 10 900, 8450, 8507, 8509-8513, 8516-8524, 8525 20 910, 8525 30, 8525 40, 8527, 8528, 8531, 8540, 8544-8546, 9003, 9004, 9006-9010, 9016 00 ჯგუფებში ჩამოთვლილი საქონლისა)“.
2. 130-ე მუხლის ცხრილის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
21 | ნედლი ნავთობისაგან და ბითუმინოზური მინერალებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტები (გარდა მაზუთისა 2710 00 710-2710 00 780) |
2710 00 |
|
60% |
II. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო მე-2 პუნქტი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.
№1777–რს