ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 25.01.2013
ძალის დაკარგვა 30.07.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2013 წლის 25 იანვარი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №52 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას, საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, გამგეობის მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დაადგენილებით.
4. სამსახურს აქვს შტამბი, ბეჭედი, ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) წერილებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება
ბ) იურიდიული და კადრების განყოფილება
გ) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება (პრესცენტრი)
დ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფლება–მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს მისი მოადგილე ან ერთერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით და შინაგანაწესით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებისა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ) მიღებული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, გამგეობის სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
დ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
ე) გამგეობის, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაოთა გეგმების მომზადებას;
ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ზ) საქმის წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
თ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ი) ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების – რწმუნებულების საქმიანობის კოორდინაციას; საჭირო ინსტრუქციებითა და რეკომენდაციებით მათ უზრუნველყოფას; მასალებისა და ინფორმაციების მომზადებას ზემდგომ ოგანოებთან წარსადგენად;
კ) გამგებელთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; გამგეობის თათბირების მომზადებას;
ლ) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
მ) საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას;
ნ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას; საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას;
ო) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;
პ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ჟ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
რ) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ს) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ტ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
უ) გამგეობის მოსამსახურეთა ატესტაციების ჩატარების ორგანიზებას;
ფ) გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ღ) გამგებლისა და გამგეობის საინფორმაციო მომსახურებას და საინფორმაციო ბაზის შექმნას; გამგებლისა და გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში; გამგებლისა და გამგეობის მუშაობის თაობაზე პუბლიკაციების გაანალიზებას; წინადადებების მომზადებას კრიტიკულ გამოსვლებზე რეაგირების მიზნით; ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; გამგეობის საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ყ) გამგეობის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ორგანიზებას.
შ) გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას და ორგანიზებას;
ჩ)საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ც) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას, მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ძ) მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
წ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა დისციპლინალური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინარული ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ჭ) გამგეობის მოსამსახურეთ სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
ხ) საკონკურსო კომისიისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას
ჯ) გამგეობის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ჰ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მუხლი 4🔗.
წერილებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება
1) წერილებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპოდენციების მიღებას და ადრესატისათვის გადაგზავნას;
ბ) მიღებული კორესპოდენციების რეგისტრაციას და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მისი შესრულების კონტროლს.
ე) საქმის წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებასა და დოკუმენტბრუნვას;
ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
თ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ი) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების და ბლანკების გამოყენების წესების დაცვას;
კ) გამგეობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ შესრულებაზე.
მუხლი 5🔗.
იურიდიული და კადრების განყოფილება
1) იურიდიული და კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ვ) გამგებლისათვის რეკომენდაციების მომზადება გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ სქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს. საკადრო
საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
თ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას;
კ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენებას;
ლ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
ნ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
ო) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
პ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინარული ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ჟ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას. მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;
რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საკონკურსო–საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩასატარებელი დოკუმენტაციის მომზადებას,
ს)საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას;
მუხლი 6🔗.
ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება
1) განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) გამგეობაში მოქლაქეთა მიღებას და მათ საინფორმაციო მომსახურებას;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის შესახებ მასალების გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება
1) ტერიტორიულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის კავშირს გამგეობასთან.
გ) რწმუნებულებულთა ინფორმაციის საფუძველზე ამუშავებს ინფორმაციას და წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ წარუდგენს სამსახურის უფროსს.
დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ე) აკონტროლებს ტერიტორიულ ორგანოებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას.
ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება–მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე)დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი;