ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 25.01.2013
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2013 წლის 25 იანვარი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №57 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება.
მუხლი 1🔗.
გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სამსახურის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის საკურიერო სფეროს საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15 მუხლითა და ამ დებულებით.
სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
4.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, განთავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კორდინაციას;
გ) მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ღონისძიებების უზრუნველყოფას;
დ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრვი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუქნციების განხორციელებას;
მუხლი 4🔗.
სამსახურის სპორტის სფეროში მოხელის ფუნქციები
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას
ბ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
გ) ა.ა.ი.პ ცაგერის სპორტული სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად სკოლისგარეშე სასპორტო მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
დ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების დანიშნულებით ფუნქციონირებას;
მუხლი 5🔗.
სამსახურის ტურიზმის სფეროს მოხელის ფუნქციები
სამსახურის ტურიზმის სფეროში მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ტურიზმის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
მუხლი 6🔗.
სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მოხელის ფუნქციები
სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
მუხლი 7🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება–მოვალეობები
1.სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ)ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით;
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად:
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
2.სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი;