ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 25.01.2013
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა | საბაზისო განაკვეთი (ლარი) |
| ქ.საჩხერის ტერიტორია | 0,24 |
| მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია | 0,24 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2013 წლის 25 იანვარი
ქ. საჩხერე
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №4 დადგენილება. (სსმ/ვებგვერდი, 26/03/2012წ.).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე
დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 %, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა)
2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ)
2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ)
2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ)
იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემების გაზსადენების, სასმელი წყლის მიწოდების, წყალარინებისა და კანალიზაციის სისტემების, საქმიანობისათვის კულტურულ დარგში (საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კინოთეატრები, რომელთა ადგილების რაოდენობა არის არანაკლებ 195 ადგილისა), ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:
ა)
0,01 %-ით და გავრცელდეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე;
ბ)
0,1 %-ით და გავრცელდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილი საგადასახდო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 2🔗
1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %.
2.
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 %.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა)
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 %;
ბ)
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %-ს.
მუხლი 4🔗
1.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:
ა)
სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 65 ლარი;
ბ)
სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 19 ლარი;
გ)
საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 15 ლარი.
2.
ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით.
3.
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე განისაზღვროს 3 ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1 კვ.მ-ზე:
მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა
საბაზისო განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი ლარი/ 1 კვ.მ-ზე
ქ.საჩხერის ტერიტორია
0,24
0,83
0,20
მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია
0,24
0,50
0,12
მუხლი 6🔗
1.
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც დამაგრებულია ამავე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
2.
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.