⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2013)
გაუქმებულია:

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2013
ძალის დაკარგვა 04.11.2013
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 312 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2013 მიღება
04.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2013 წლის 25 იანვარი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად: მუხლი 1🔗 დადგენილ იქნეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი-189,4-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 დადგენილ იქნეს ქ. საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი 1-ის სიდიდით. მუხლი 3🔗 დამტკიცებულ იქნეს ქ. საჩხერისათვის 1 კვ. მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 15 ლარი. გაანგარიშებული ფორმულით CNN/15ლარი/=0,33X1X0,24X189,4, სადაც: 1. CNN არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი.                                                         2. 0,33 არის ქ. საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის, 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის” №1 დანართის შესაბამისად. 3. 1 არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი. 4. 0,24 არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი. 5. 189,4 არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30%-4,5 ლარი. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონი და ჭიათურა-უსახელო-კორბოული) 50 მ-ის რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50-50 მეტრი) არსებული 1 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, ქ. საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50%-7,5 ლარი. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №2 დადგენილება. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე